NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა საქართველომ უნდა მოითხოვოს და არ უნდა ითხოვოს“

„არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა საქართველომ უნდა მოითხოვოს და არ უნდა ითხოვოს“

09 მარ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 766 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრემიერმინისტრის დღეს გავრცელებულ მიმართვას ეხმაურება. უსუფაშვილის განცხადება მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

„არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა საქართველომ უნდა მოითხოვოს და არ უნდა ითხოვოს. ეს არის სწორი მიდგომა სახელმწიფოებრივი გადმოსახედიდანაც და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაცემული მამულიშვილებისთვის სათანადო პატივის მისაგებადაც. ქვეყანამ თავი არ უნდა ჩავიყენოთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ცხედრის გადმოცემა რუსეთისგან მოწყალების გაღებად ჩაითვლება, რაზეც ჩვენ საპასუხო მადლიერების ვალდებულება გაგვიჩნდება. ესაა ოკუპაციისა და დე-ფაქტო ომის პირობებში მყოფი ქვეყნის მკაცრი რეალობა, სადაც უმძიმესი ადამიანური ტრაგედიებიც კი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სტრატეგიის კონტექსტშია დასანახი.

მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს. თუმცა ამ პოლიტიკის გახმოვანებისას არ უნდა გაჩნდეს იმის განცდა, რომ რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობისას ქართული მხარე მზადაა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს პროცესი. ასე ჩვენ აფხაზ ხალხს შეიძლება ვესაუბროთ და არა აგრესორ და ოკუპანტ უცხო სახელმწიფოს.

კარგად მესმის პრემიერის, რომელიც ვალდებულია გაუმკლავდეს მძიმე მორალურ და პოლიტიკურ დილემებს. მაგრამ მაინც ვთვლი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნა უნდა დაეფუძნოს საერთაშორისოდ აღიარებულ პოლიტიკურ, სამართლებრივ და ზნეობრივ პრინციპებს და ამ კონტექსტში სხვა კომპლექსური საკითხების წამოწევა ვერ გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს რუსეთთან ურთიერთობაში“, – წერია უსუფაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

აგრესორი არჩილ ტატუნაშვილი გიორგი კვირიკაშვილი დავით უსუფაშვილი ოკუპაცია რუსეთი ტატუნაშვილი უსუფაშვილი 2018-03-09
სოსო ელისაშვილი
Tags აგრესორი არჩილ ტატუნაშვილი გიორგი კვირიკაშვილი დავით უსუფაშვილი ოკუპაცია რუსეთი ტატუნაშვილი უსუფაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„არანაირი მინიშნება არ არის ამ განცხადებაში დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე“

შემდეგი სტატია

„ხელისუფლებას სწორი ნაბიჯები რომ გადაედგა, ტატუნაშვილი ცოცხალი იქნებოდა“

მსგავსი სტატიები

საცხოვრებელ ბინაში მოხუცი და-ძმა გარდაცვლილი იპოვეს

19 სექ 2017
საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედნტოდ დიდი რაოდენობის ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღო

საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედნტოდ დიდი რაოდენობის ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღო

სოსო ელისაშვილი 23 მარ 2018
„ევროპული საქართველო“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და მოძრაობა „დროა“ 15 აგვისტოს, თბილისში მაჟორიტარულ კანდიდატებს დაასახელებს

„ევროპული საქართველო“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და მოძრაობა „დროა“ 15 აგვისტოს, თბილისში მაჟორიტარულ კანდიდატებს დაასახელებს

ირაკლი შალიკაშვილი 11 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

  • სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

  • სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

    სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

  • სალომე სამადაშვილი:  წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge