NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ევროკავშირი და საქართველო ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატზე გადადიან”

“ევროკავშირი და საქართველო ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატზე გადადიან”

09 მარ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 6482 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ევროკავშირი-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნაზე შეთანხმდნენ. მხარეები მუშაობას ახალი ფორმატის ფორმირებაზე უკვე იწყებენ. ურთიერთობების ახალი ეტაპი დარგობრივი თანამშრომლობის უმაღლეს ფორმატზე გადასვლას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ევროკომისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის აქტიური და პოზიტიურია თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში და გასული წელი დინამიკური პროგრესით გამოირჩეოდა.

საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ, ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოს დელეგაციას გაფართოებული შემადგენლობით შეხვდა.

“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო რეჟიმის ბოლო დროინდელ აგრესიულ ქმედებებს, მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ტრაგიკული სიკვდილისა და ორი მოქალაქის დაკავების გამო. საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მოწინავე ქვეყნის მიღწევებს, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგს, ინსტიტუციური, დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.

მხარეებმა ვიზალიბერალიზაციის პროცესზე გაამახვილეს ყურადღება. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, გადაიდგას ყველა საჭირო ნაბიჯი პარტნიორებთან ერთად უვიზო მიმოსვლის პროცესში გართულებების თავიდან ასაცილებლად.
საქართველოს პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერი ევროკომისიის პრეზიდენტი 26 მაისს პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია”- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები

გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირი თანამშრომლობა ჟან-კლოდ იუნკერი 2018-03-09
სოსო ელისაშვილი
Tags გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირი თანამშრომლობა ჟან-კლოდ იუნკერი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ესაუბრა

შემდეგი სტატია

მეუფე ანტონი: მე ერთმორწმუნე ბომბებს მირჩევია სამარიტელის გულმოწყალება

მსგავსი სტატიები

უდუმაშვილი: “ევროპული საქართველოშია” ყველა ის მედიაზონდერი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყოლია

უდუმაშვილი: “ევროპული საქართველოშია” ყველა ის მედიაზონდერი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყოლია

19 იან 2018
დახარჯული თითქმის 800 ათასი ლარი და შეუსრულებელი სამუშაო – ხაბეიშვილი კალაძეს კორუფციაში ადანაშაულებს

დახარჯული თითქმის 800 ათასი ლარი და შეუსრულებელი სამუშაო – ხაბეიშვილი კალაძეს კორუფციაში ადანაშაულებს

ირაკლი შალიკაშვილი 30 მაი 2019
კომუნიკაციების კომისია: მობილურ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ

კომუნიკაციების კომისია: მობილურ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ

05 იან 2018

უახლესი ამბები

  • ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

  • ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

    ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

  • თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

    თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

  • ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

    ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

  • პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

    პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

  • სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

    სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

  • ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

    ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge