ვარკეთილში დაჭრილი ერთ-ერთი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, 45 წლამდე მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. სამედიცინო დაწესებულებაში რჩება დანარჩენი სამიც, მათ მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ.
ოთხივეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ. ექიმების განცხადებით, ყველა მათგანს ჭრილობები ბასრი საგნით აქვთ მიყენებული. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გუშინ მიიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 მარტს, საღამოს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, N150 სამარშრუტო ტაქსის მძღოლები კვების ერთერთ ობიექტში იმყოფებოდნენ. ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს სამარშრუტო ტაქსიში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ.
კომენტარები