NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრეზიდენტი დონალდ ტუსკს: მე გაგიზიარეთ ჩვენი ხალხის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია საქართველოს მოქალაქის ტრაგიკული სიკვდილით

პრეზიდენტი დონალდ ტუსკს: მე გაგიზიარეთ ჩვენი ხალხის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია საქართველოს მოქალაქის ტრაგიკული სიკვდილით

08 მარ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 5797 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი და შესაძლებლობაა ბრიუსელში ჩამოსვლა, რათა განვიხილოთ ჩვენი მომავალი, საერთო გეგმები და ღირებულებები, რომლის მეშვეობითაც წლების განმავლობაში ვცდილობთ უკეთესი ევროპის, უკეთესი სამყაროს აშენებას და აღვნიშნოთ ის მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რომელსაც ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან და განსაკუთრებით თქვენგან, ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველომ  ნამდვილად მიაღწია  შედეგებს – ასოცირების ხელშეკრულების, თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით და უვიზო მიმოსვლის ფორმატში.

“რეალურად, ამ გზაზე ევროპა გაცილებით მეტად დაუახლოვდა საქართველოს და საქართველო გაცილებით მეტად დაუახლოვდა ევროპას. ევროპა გახდა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და ჩვენ გვაკავშირებს არაერთი საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობისა და პარტნიორობის ფორმატი, რომლებიც მჯერა, რომ მომავალში უფრო განვითარდება და გაფართოვდება.

მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება განმეხილა ჩემი მთავრობის აქტიური ჩართულობა ყველა იმ საკითხში, რომელიც დაყენებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან. იქნება ეს უვიზო გადაადგილება, თუ სხვა საკითხები, რომელიც საჭიროებს შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას ევროპული ფორმატის შესაბამისად. კერძოდ, უვიზო მიმოსვლის ფორმატში საქართველოს მთავრობამ უკიდურესად აქტიური და პასუხისმგებლიანი პოზიცია დაიჭირა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა წამოჭრეს და ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად მოვინდომოთ, რათა ეს თანამშრომლობა იყოს გაცილებით უფრო ეფექტიანი, ფუნქციური და ხანგრძლივი.

მე გაგიზიარეთ ჩვენი ხალხის მწუხარება და ტკივილი, რომელიც გამოწვეული იყო საქართველოს მოქალაქის ტრაგიკული სიკვდილით; სამხედროსი, რომელიც იცავდა გლობალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, იბრძოდა უფრო მდგრადი და დაცული კაცობრიობისთვის. ის მოკლეს, მისი ცხედარი კი, ამ დრომდე არ გადმოუციათ. ასევე ტყვეობაში არიან საქართველოს სხვა მოქალაქეები. მე მოვედი აქ, რათა ჩემს მეგობრებს გავუზიარო ეს მწუხარება და მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, სიმართლის გარკვევაში დახმარებისთვის და გარდაცვლილის ოჯახისთვის ნუგეშის მიცემისთვის.

ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის განვითარების ვრცელი დღის წესრიგი. დღეს განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მაშ შორის: ეკონომიკის სფერო, განათლება, პოლიტიკური პარტნიორობა და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თარიღი, რომელსაც ჩემი ერი, სხვა თავისუფალ ქვეყნებთან ერთად, აღნიშნავს –  საქართველოს პირველი რესპუბლიკის საიუბილეო წელი, რომელიც 1918 წელს დაარსდა. ჩვენ, როგორც ერი, გაერთიანებული ვართ ამ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღის გარშემო და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავუზიარებთ ამ განწყობას ჩვენს მეგობრებს და ვიმედოვნებ, თქვენც.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უფრო სტაბილური, უსაფრთხო და წარმატებული ევროპული პროცესის შექმნა საქართველოში, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს  დონალდ ტუსკს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ევროპული მომავალი, სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

კომენტარები

არჩილ ტატუნაშვილი გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტუსკი 2018-03-08
სოსო ელისაშვილი
Tags არჩილ ტატუნაშვილი გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტუსკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ელისაშვილი: „ქართული ოცნების“ ოფისში არაფრის მაქნისებს, ნაცარქექიებს და მექრთამეებს ნახავს ვედროს მანეთად“

შემდეგი სტატია

ტუსკი: ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი სევდიანი შეხსენებაა იმ საფასურისა, რომელსაც ამ კონფლიქტით ვიხდით

მსგავსი სტატიები

მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახები 50 ათასლარიან კომპენსაციას მიიღებენ

მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახები 50 ათასლარიან კომპენსაციას მიიღებენ

06 აპრ 2018

ბერა: რაც აქამდე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი

18 სექ 2018

„ბარიგა ივანიშვილის ვირეშმაკობა და ჩვენი პასუხი“

20 სექ 2018

უახლესი ამბები

  • “რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს”

    “რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს”

  • რატი ბრეგაძე: საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე

    რატი ბრეგაძე: საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე

  • უკრაინული მედია: რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე

    უკრაინული მედია: რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ – უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება

    ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ – უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება

  • ჯო ბაიდენი: პუტინი არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ …

    ჯო ბაიდენი: პუტინი არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ …

  • მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

    მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

  • რატი ბრეგაძე: კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ

    რატი ბრეგაძე: კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ

  • უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

    უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

  • “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

    “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge