თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერს კახა კალაძეს პასუხობს. კალაძემ ელისაშვილი „უქნარა“ და „ნაცარქექია“ უწოდა.
„თბილისის მერიაში არსებობს ეკონომიკური განვითარების სამსახური, რომელიც ეკონომიკის დღის განვითარებასაც გულისხმობს და ღამისას. შესაბამისად, ეს არის იმის დასტური, რომ უბრალოდ წარმოდგენა არ აქვთ, რაზე ლაპარაკობენ და წარმოდგენა არ აქვთ, სად მოხვდნენ და ამ ქალაქს რა პრობლემები აქვს.
როდესაც გაწუხებს არაფრის კეთება, როდესაც ხვდები, რომ არაფერი გაგიკეთებია და 4 თვე წყალში გადაყარე, როდესაც გაგაკრიტიკებენ, ასეთ არაკორექტულ და უზრდელ გამონათქვამებზე გადადიხარ და თუ მართლა აინტერესებს ნაცარს ვინ ქექავს და არაფრის კეთებით ვინ არის დაკავებული, ერეკლეს ქუჩაზე არის „ქართული ოცნების“ ოფისი, მივიდეს და არაფრის მაქნისებს, ნაცარქექიებს და მექრთამეებს ნახავს ვედროს მანეთად“ – განაცხადა ელისაშვილმა.
კომენტარები