ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. მან ასევე კომენტარი გააკეთა გუშინ, ცხინვალში ჩატარებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, თინიკაშვილის თქმით, სამარცხვინოა, როდსაც ახალგაზრდებს ასეთ ბინძურ საქმეებში რთავენ.
„ჩვენ გავეცანით ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ თურმე ერთი თვეა საჭირო ექსპერტიზის ჩასატარებლად, ასეა ევროპაშიც, ასეა საქართველოშიც და სამწუხაროდ ის მოლოდინი, რაც იყო უახლოეს დღეებში გადმოცემისა, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდება.
სამარცხვინო რამ არის, როდესაც ახლაგაზრდებს ასეთ ბინძურ საქმეში რთავენ. ნამდვილად არ შეიძლება, ახალგაზრდა, მომავალი თაობა გავზარდოთ ერთმანეთის ასეთი სიძულვილით, მაშინ, როდესაც ჩვენ ორ ერს შორის არის ყველაზე მრავალსაუკუნოვანი და ყველაზე ნათესაური კავშირი“,-განაცხადა თინიკაშვილმა.
კომენტარები