„პატრიოტთა ალიანის“ წევრები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში იმყოფებიან და საოკუპაციო რეჟიმის წევრებს ხვდებიან, ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი 2“ ავრცელებს. „კურიერის“ ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი კონსტანტინე მორგოშია, მოლაპარაკებებს მართავს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან.
„პატრიოტთა ალიანსის“ მცხეთის საკრებულოს წევრის გალინა აღსაბაძის განცხადებით, შეანხმება თითქმის მიღწეულია არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ორ საქართველოს მოქალაქეზე, რომლებსაც რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლებას არ აძლევენ.
„სავარაუდოდ ცოცხლებს დღეს საღამოს ან ხვალ დილას წამოიყვანენ. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სავარაუდოდ ხვალ უნდა გადმოასვენონ“,-განაცხადა აღსაბაძემ.
კომენტარები