2018 წლის 1 მაისიდან, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურის ორგანოებში გამოძიებას, საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფობრალდების მხარდაჭერას მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლები და პროკურორები განახორციელებენ.
საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაზრდის და დაზარალებულთა ეფექტიანად დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით, მთავარი პროკურორის ბრძანებით განისაზღვრა პროკურატურის გამომძიებელთა და პროკურორთა სპეციალიზაციისწესი სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა (ოჯახური დანაშაული) მუხლებითგათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე. ამ კატეგორიის დანაშაულებზე პროკურატურის ორგანოებში გამოძიებას, საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას განახორციელებენპროკურორები, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური სასწავლო კურსი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, შიდა კანონმდებლობისა და ფსიქოლოგიის კუთხით.
ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მექანიზმის ეფექტიანად გამოყენება და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტი და სტრატეგიული მიმართულებაა. პროკურატურის მიერორგანიზებული პროექტების – ,,ადგილობრივი საბჭოს” და ,,საზოგადოებრივი პროკურატურის” ფარგლებშიჩატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად გაიზარდა მსხვერპლთა მომართვიანობა. ასევემნიშვნელოვნად გაიზარდა მოძალადეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი.
პროკურორთა სპეციალიზაცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახშიძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით, ,,ქალთამიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციით და სხვასაერთაშორისო აქტებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისკენ.
კომენტარები