NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლა უახლოეს დღეებში ამოქმედდება

საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლა უახლოეს დღეებში ამოქმედდება

07 მარ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 411 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უახლოეს დღეებში, შესაბამისი სარატიფიკაციო პროცედურების დასრულებამდე ამოქმედდება. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდგომ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით მთავრობა შესაბამის განკარგულებას უახლოეს სხდომაზე გამოსცემს.

საქართველოსა და სერბეთს შორის ორდინარული პასპორტების მქონე პირთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ბელგრადში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მიხეილ ჯანელიძემ და მისმა სერბმა კოლეგამ ივიცა დაჩიჩმა მოაწერეს. როგორც მინისტრებმა აღნიშნეს ეს არის ორი ქვეყნის ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და სერბეთს შორის ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას.

„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას, ხვალვე სერბეთის მთავრობა გამონაკლისის სახით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და საქართველოს მოქალაქეებს, საპარლამენტო პროცედურების დასრულებამდე ექნებათ საშუალება უვიზოდ იმოგზაურონ სერბეთში, როგორც ეს თავის დროზე სერბეთის მოქალაქეებისთვის საქართველომ გააკეთა” – აღნიშნა ივიცა დაჩიჩმა.

მინისტრებმა ასევე გაახმოვანეს გადაწყვეტილება თბილისსა და ბელგრადში დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე, რაც სრულფასოვანი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნამდე მოემსახურება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა სერბეთისა და საქართველოს ტრადიციული მეგობრული ურთიერობები. სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სერბეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სერბეთს მტკიცე პოზიციისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა სერბეთის ტერიტორული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საქართველოს მტკიცე პოზიცია, როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყანამ გააგრძელოს ურთიერთობები, მათთვის ფუნდამენტური პრინციპების გათვალისწინებით.

“ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე პოზიცია სქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ. მინდა ასევე სერბი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს სერბეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში” – განაცხადა სერბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერობების განვითარების პერსპექტივები, ამ მხრივ დადებითად შეფასდა სექტორული თანამშრომლობა, მათ შორის  მხარეები მიესალმნენ სერბეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის განვითარების შესახებ ჩარჩო შეთანხმების გაფორმებას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. ხაზი გაესვა წარმატებული გამოცდილების გაზიარების კუთხით ორი ქვეყნის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობას. სერბეთის მხარემ გამოხატა დაინტერესება გაიზიაროს საქართველოს წარმატებული ეკონომიკური რეფორმები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა სერბეთს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული წარმატება და აღნიშნა, რომ ევროპული გზა და ევროკავშირის წევრობა, როგორც ორივე ქვეყნის ხალხის მტკიცე არჩევანი უაღრესად მნიშვნელოვანია და ორივე ქვეყანა გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ამ  მიმართულებით.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ სერბეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და გვაქვს პრინციპული პოზიცია ამ საკითხზე, ასევე ვაფასებთ სერბეთის პრინციპულ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს არის კრიტიკულად აუცილებელი, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრინციპებისა და საერთაშორისო პოზიციების დაცვით. მოხარული ვართ სერბეთის წარმატებით ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მზად ვართ გავიზიაროთ წარმატებული გამოცდილება. დარწმუნებული ვარ ევროპული მომავალი და ევროკავშირის წევრობა, რაც არის ჩვენი ხალხის ურყევი ნება, მნიშვნელოვანია და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით თანამშრომლობას” – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების მნიშვნელობას.

კომენტარები

მიხეილ ჯანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სერბეთი უვიზო მიმოსვლა 2018-03-07
სოსო ელისაშვილი
Tags მიხეილ ჯანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სერბეთი უვიზო მიმოსვლა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“პუტინის გუნდი” – ქეთა თოფურია და გრიგორი ლეპსი პუტინის მხარდამჭერ კლიპში მღერიან

შემდეგი სტატია

მელიქიშვილის გამზირზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა

11 სექ 2017
მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით ისე საუბრობენ, გეგონება უკვე ჩამოაყალიბეს მთავრობა და არჩევნებში გაიმარჯვეს

მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით ისე საუბრობენ, გეგონება უკვე ჩამოაყალიბეს მთავრობა და არჩევნებში გაიმარჯვეს

ირაკლი შალიკაშვილი 17 აგვ 2020

„ნაციონალური მოძრაობა“ რელიგიად ჩამოყალიბდა“

12 თებ 2018

უახლესი ამბები

  • საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

    საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

  • თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

    თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

  • ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა დემოკრატიის ანი და ბანია, სამწუხაროდ, პარტნიორებს უწევთ, ეს ზოგიერთ ოპოზიციონერს ასწავლონ

    ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა დემოკრატიის ანი და ბანია, სამწუხაროდ, პარტნიორებს უწევთ, ეს ზოგიერთ ოპოზიციონერს ასწავლონ

  • ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ როგორ გამოიყვანონ საქართველო კრიზისიდან – მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა

    ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ როგორ გამოიყვანონ საქართველო კრიზისიდან – მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა

  • ევროკავშირის გზავნილია, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში და ხელისუფლებამ მოძებნოს კომპრომისები ამ პირობების შესაქმნელად, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდება

    ევროკავშირის გზავნილია, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში და ხელისუფლებამ მოძებნოს კომპრომისები ამ პირობების შესაქმნელად, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდება

  • ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

    ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

  • ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

    ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

  •  კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

     კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

  • ლილი ფოფხაძე – უკარება

    ლილი ფოფხაძე – უკარება

  • “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

    “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge