პროსტიტუციაში არასრულწლოვნის არაძალადობრივი მეთოდებით ჩაბმა სისხლის სამართლებრივი დანაშაული ხდება. აღნიშნული ინიციატივის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. მინისტრი თეა წულუკიანის განცხადებით ,სამართალდამცველებს პროსტიტუციის წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტები მიეცემათ.
„ჩვენს დედაქალაქში, კლუბებში, ბარებში ხდება არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმა ყოველგვარი მათზე ძალადობის განხორციელების გარეშე და ეს ქმედება დღემდე არ იყო რეგულირებული სისხლის სამართლის კოდექსით და პოლიციელი და პროკურორი რეალურად იყო ბერკეტს მოკლებული, ეს შეიცვლება. ამიტომ დღეიდანვე უკვე მოვუწოდებ თითოეულ მმართველს სხვადასხვა დაწესებულებისა, რომ მიიღონ ეს მხედველობაში, რადგან არასრულწლოვნის, თუნდაც არაძალადობრივი მეთოდით ჩაბმა პროსტიტუციაში იქნება ამიერიდან თავისუფლების აღკვეთით დასჯადი“,-განაცხადა წულკიანმა.
კომენტარები