NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ელექტრული ინჟინერიის თანამედროვე ლაბორატორიების პრეზენტაცია თსუ-ში

ელექტრული ინჟინერიის თანამედროვე ლაბორატორიების პრეზენტაცია თსუ-ში

06 მარ 2018 ახალი ამბები 645 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტრული ინჟინერიის ორი ახალი ლაბორატორია გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) პროგრამების სტუდენტებისთვის. ღონისძიებას დაესწრნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ენტეპი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი და სტუდენტები, საპატიო სტუმრები საქართველოდან და აშშ-დან.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „ორი თანამედროვე ლაბორატორია საშუალებას მისცემს ჩვენ სტუდენტებს  საერთაშორისო დონეზე დაეუფლონ ცოდნას, შეიძინონ ის უნარები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ გახდნენ კონკურენტუნარიანები. მას შემდეგ, რაც დაასრულებენ სწავლას, სტუდენტები მიიღებენ ორ დიპლომს – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომებს. ძალიან სასიხარულოა და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბევრი გოგონა სწავლობს საინჟინრო მიმართულებაზე.“

            „STEM დარგების განვითარება და პარტნიორი უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ჩვენი პროექტის მნიშვნელოვანი ამოცანებია. მოხარული ვარ, რომ გავხსენით ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიები თსუ-ში, რომლებიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიების ზუსტი ასლია. სტუდენტებს აქ შეეძლებათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და უკეთ დაეუფლონ საკუთარ პროფესიას,“–  განაცხადა დეკანმა ჰალილ გუვენმა.

            „ლაბორატორიები ელექტრონულ  ინჟინერიაში გაიხსნა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ამერიკული უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. შედეგად ახალგაზრდებს საშუალება აქვთ კონკურენტუნარიანი იყვნენ საერთაშორისო ბაზარზე,“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ.

აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორის კატერინა ენტეპის თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი ინფრასტრუქტურა ორივე უნივერსიტეტისთვის, რადგან სწორედ STEM პროგრამებისთვის მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოში უკვე მეორე კომპაქტს ახორციელებს. ამ კომპაქტის მთავარი ამოცანაა საქართველოში განათლების სექტორის დახმარება.“

თსუ-ს მეთერთმეტე კორპუსში გარემონტდა და უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა 1700 კვადრატული მეტრი ტერიტორია, რომელზეც განთავსდა  საკლასო ოთახები, კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიები და სამუშაო სივრცეები. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებისთვის განკუთვნილი სასწავლო აუდიტორიები, საინჟინრო, სამეცნიერო და კომპიუტერული ლაბორატორიების აღჭურვილობა ამერიკის შეერთებულ შტატებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული კრიტერიუმების მიხედვითაა მოწყობილი. ეს საშუალებას მისცემს სტუდენტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნიკურ დარგებში წარმატებული პროფესიული კარიერისთვის მოემზადონ.

კომენტარები

აგდა მაღრაძე ალექსანდრე თევზაძე გიორგი შარვაშიძე თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კატერინა ენტეპი ლაბორატორია ჰალილ გუვენი 2018-03-06
სოსო ელისაშვილი
Tags აგდა მაღრაძე ალექსანდრე თევზაძე გიორგი შარვაშიძე თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კატერინა ენტეპი ლაბორატორია ჰალილ გუვენი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„როგორ ფიქრობთ, გული გაუსკდებათ ამ ფორმატს თუ შევაჩერებთ? “

შემდეგი სტატია

TV პირველი: “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატად თამარ ჩუგოშვილს განიხილავს

მსგავსი სტატიები

„მოვუწოდებ ქალბატონ წულუკიანს, რომ იმ პრობლემებს შეხედოს, რაც გვაქვს ქვეყანაში“

„მოვუწოდებ ქალბატონ წულუკიანს, რომ იმ პრობლემებს შეხედოს, რაც გვაქვს ქვეყანაში“

სოსო ელისაშვილი 23 ოქტ 2018

„ „კურიერისთვის“ „მოამბე“ ისეთივე კონკურენტია, როგორც „ფერარისთვის“ „ჟიგული“

06 ნოე 2017

Dr. Kitty 19 წლის თინეიჯერი, რომელიც თავს პლასტიკურ ქირურგად ასაღებდა, დააკავეს

24 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

    მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

  • ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

    ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

  • დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

    დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

  • ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

    ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

  • კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

    კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge