თქვენ აქ ვინც ზიხართ, არცერთი არ იცნობთ იმ რეალობას რაც ხდება რუსეთში, – ასე მიმართა მომღერალმა დათო ხუჯაძემ ტელეკომპანია “იბერიას” ერთერში, გადაცემაში მიწვეულ სტუმრებს.
ხუჯაძე მომღერალ ქეთა თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის მოსახლეობას არჩევნებში წასვლისკენ მოუწოდა.
„ჩვენთვის არც პუტინს წაურთმევია აფხაზეთი და არც ისა. იმ კაცს ვთხოვთ რომ რაღაცა მოგვცეს, ვისაც არ წაურთმევია. წაგვართვა სრულიად სხვა ვიღაცებმა, ესეც რომ წავა, კიდე ვინც მოვა, ისიც არაფერს არ მოგვცემს. მე ვიძახი იმას რაც არის“- განაცხადა ხუჯაძემ.
ცნობისთვის, რუსეთში მომუშავე ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ მოსახლეობას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემისკენ მოუწოდა.
მის ამ მოწოდებას საქართველოს მოქალაქეების ნაწილში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ინსტაგრამზე თოფურიამ კრიტიკას უპასუხა.
“ხალხნო იმენა ბრმა კლოუნები ხართ. დედა საქართველოს სააკაშვილმა მოუ**ნა და არა პუტინმა, მე მაინც არ ვიცნობდე პირადად გიჟს. რომ არ იცით დეტალები, გაჩუმდით მაინც, ანუ მე სულ ვცდილობ, რომ ვიყო პოლიტიკისგან შორს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძაან გავბრაზდი, რომ ასეთი რეაქცია მოჰყვა იმას, რომ წადით არჩევნებზეო დავწერე. იქნება და წადით და პუტინისგან დაიხსენით თავიო, მაგას ვგულისხმობ??? იმასაც ვერ ხვდებით, რომ თუ არ წავლენ, უფრო გაუადვილდებათ გაყალბება. და კი არ მეშინია მე ჩემი პოზიციის, ეხლავე გაგაგებინებთ, რომ ჩემი აზრით, დღეს რომ აირჩიონ სხვა [და არა პუტინი], რუსეთში ცხოვრება იქნება შეუძლებელი, აქ ისეთი ამბავი ატყდება, თქვენ რომ არ დაგესიზმრებათ, 2008 იქნება სიზმარი, ამიტომ სანამ რამეს დაწერთ, გაერკვიეთ მაინც, ბლიად”.- დაწერა ქეთა თოფურიამ.
კომენტარები