NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონალური სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაიხსნა

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონალური სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაიხსნა

05 მარ 2018 ახალი ამბები 288 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონალური სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გახსნა, სადაც საგზაო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

რეგიონალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში, რომელიც 7 მარტამდე გაგრძელდება, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში,  სახელმწიფო  დელეგაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა), მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და აზიის განვითარების ბანკი (ADB).

გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფების შეხვედრების მიზანს წარმოადგენს ქვეყნებს შორის საერთაშორისო და რეგიონალური პრაქტიკის გაზიარება, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ძირითადი გამოწვევების განხილვა, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების სრულყოფილი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბებისთვის რეკომენდაციების შემუშავება და მისი პრაქტიკაში იმპლემენტაციისთვის საჭირო ღონისძიებების გაანალიზება, თითოეული სამუშაო ჯგუფისთვის გასატარებელი კონკრეტული აქტივობების პროგრამის მიღება და საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ხელმისაწვდომი ფინანსური ინსტრუმენტების იდენტიფიცირება.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, აღნიშნული ღონისძიება გააღრმავებს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობას და დადებით ზეგავლენას მოახდენს ამ მიმართულებით ქვეყნის პრესტიჟის გაზრდაზე.

საგზაო უსაფრთხოების რეგიონალურ სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრანსპორტის პანელის სამდივნოს ფარგლებში, ევროკომისიასთან თანამშრომლობით, კოორდინაციას უწევს მსოფლიო ბანკი. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მასპინძლობს

კომენტარები

აღმოსავლეთ პარტნიორობა თბილისი შეხვედრები 2018-03-05
სოსო ელისაშვილი
Tags აღმოსავლეთ პარტნიორობა თბილისი შეხვედრები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წარმატება იქნება მთლიანად ქვეყნის წარმატება

შემდეგი სტატია

„ერთი მკვდარ ლენინს უცხადებდნენ ნდობას და მეორე „საზოგადოებრივი მაუწყებელია“ მკვდარი“

მსგავსი სტატიები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უეს მიტჩელს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უეს მიტჩელს შეხვდნენ

01 მაი 2018
ქაბულში აფეთქებას 95 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქაბულში აფეთქებას 95 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

27 იან 2018
,,საკონსტიტუციო რეფორმა და გამოცდილება უკრაინისთვის” – ეროვნული ბიბლიოთეკაში მრგვალი მაგიდა გაიმართა

,,საკონსტიტუციო რეფორმა და გამოცდილება უკრაინისთვის” – ეროვნული ბიბლიოთეკაში მრგვალი მაგიდა გაიმართა

სოსო ელისაშვილი 12 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად

    საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად

  • ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო – ის, რომ ვიღაცის დაპატიმრება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცე

    ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო – ის, რომ ვიღაცის დაპატიმრება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცე

  • საარჩევნო ცვლილებების ინიცირება დღე-დღეზე მოხდება

    საარჩევნო ცვლილებების ინიცირება დღე-დღეზე მოხდება

  • ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ – შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს

    ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ – შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს

  • ზურაბ მეძველია: იმ უტიფართან ერთად იგულავებს მაშინ, როცა მთელი მოსახლეობა გამოკეტილები ვართ და …

    ზურაბ მეძველია: იმ უტიფართან ერთად იგულავებს მაშინ, როცა მთელი მოსახლეობა გამოკეტილები ვართ და …

  • “ასტრაზენეკას” პირველი დოზები ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოვა

    “ასტრაზენეკას” პირველი დოზები ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოვა

  • გელა ჩარკვიანს დღეს 82 წელი შეუსრულდა

    გელა ჩარკვიანს დღეს 82 წელი შეუსრულდა

  • კრიზისი და გამოსავალი – რა გზავნილები ექნება ოპოზიციას შარლ მიშელთან შეხვედრაზე

    კრიზისი და გამოსავალი – რა გზავნილები ექნება ოპოზიციას შარლ მიშელთან შეხვედრაზე

  • ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ „ჩვეულ რეჟიმში მუშაობს”

    ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ „ჩვეულ რეჟიმში მუშაობს”

  • „კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

    „კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge