საქართველოს საპატრიარქოში არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქის ოფიციალურ წერილს ელოდებიან. საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ გოგიტიშვილის განცხადებით, რუსეთის პატრიარქი აქტიურად არის ჩართული ამ საკითხში, ამასთანავე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მზად არის არჩილ ტატუნაშვილის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებაში მონაწილეობა მიიღოს.
„სატელეფონო საუბარი გვქონდა რუსეთის საპატრიარქოსთან და მათ ასეთი რამ გვიპასუხეს, რომ რუსეთის პატრიარქი, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბულგარეთში, ის უკვე აქტიურად ჩაერთო ამ საქმიანობაში და მან განაცხადა, რომ უმოკლეს დროში შეეცდება, რომ წითელი ჯვრის საზოგადოების საშუალებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოსვენებული იქნას საქართველოში და დაუბრუნდეს თავის ოჯახს“,-განაცხადა მაამ კახაბერ გოგიტიშვილმა.
კომენტარები