საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოფელ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს ხვდება. ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატმა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ცხედრის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენება.
„ჩვენ ჩვენი მხრიდან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივაწვდინეთ ხმა და ვცდილობთ კიდევ დამატებითი კავშირები გამოვიყენოთ, რაც დააჩქარებს ცხედრის გადმოსვენებას. მე დავინტერესდები, თუ რა აქვს თავად ოჯახს ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის სათქმელი, რამდენად არის კმაყოფილი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯებით და ხომ არ აქვს ოჯახს დამატებითი მოთხოვნები და რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ ამ სიტუაციაში. სამწუხაროდ, მე კონკრეტულ ინფორმაციას არ არ მაქვს, რომ ოჯახს გადავცე“,-განაცხადა ლომჯარიამ.
კომენტარები