ოპოზიციის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ სამეურვეო საბჭოში მისთვის მისაღები კანდიდატების გაყვანას ცდილობს, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. კობახიძის განცხადებით, „ამოცანა არის, რომ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ შეიძინოს სოციალური გავლენა, ანუ ამოცანაა, რომ მკვდარი გავაცოცხლოთ“.
„სიის გამოქვეყნებამდე რომ დაედოთ ეს ინფორმაცია, მითუმეტეს, საუბარი იყო, რომ რამდენიმე კვირის წინ შედგა ეს შეხვედრა, რომელზეც იყო საუბარი, კიდევ რაღაც დამაჯერებლობა შეიძლება ჰქონოდა, მაგრამ როცა ხედავ 14 კაციან სიას, აქედან ერთ კაცს არჩევ, რომელზეც ფიქრობ, რომ შენ დიდი ალბათობით შეიძლება წარმოადგინოს უმრავლესობამ და მერე მაინც და მაინც იმაზე რომ აკეთებ აქცენტს, აქ ბუნებრივია ჩნდება ჩვეულებრივი კითხვის ნიშნები, რომ უნდათ ვიღაცის დაბლოკვა. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში იყო მკვდარი, რეიტინგი ჰქონდა ისეთი, რომ ჟარგონულ ენაზე, რომ ვთქვათ პულსი არ ესინჯებოდა. ჩემს ბავშვობაში იყო ერთი მკვდარი, რომელსაც ნდობას უცხადებდნენ, ეს იყო ლენინი. ერთი მკვდარ ლენინს უცხადებდნენ ნდობას და მეორე „საზოგადოებრივი მაუწყებელია“ მკვდარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები