NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“მშვიდობა ომზე მეტია!”- არჩილ ტატუნაშვილისადმი სოლიდარობისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

“მშვიდობა ომზე მეტია!”- არჩილ ტატუნაშვილისადმი სოლიდარობისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

04 მარ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1165 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“მშვიდობა ომზე მეტია”- თავისუფლების მოედანზე ამ სახელწოდებით აქცია გაიმართა. შეკრებილებმა ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა წმინდა გიორგის მონუმენტთან ყვავილები მიიტანეს, თავისუფლების მოედანი ტელეფონებითა და სანთლებით გაანათეს.

აქციის ორგანიზატორები  მოქალაქეები იყვნენ, რომლებმაც აღნიშნული ღონისძიება სოციალურ ქსელში დაგეგმეს. მათ პოლიტიკოსებს, თანამდებობის პირებსა თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუწოდეს,  გვერდით გადაედოთ საკუთარი ინტერესები და დამდგარიყვნენ რიგით მოქალაქეებთან ერთად.

“საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილი ტატუნაშვილის დაუყოვნებლივ გადმოსვენებასა და საქართველოს ორი დაკავებული მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ჩვენ, საქართველოს რიგითი მოქალაქეები, ვთვლით რომ აღნიშნული ფაქტს უნდა მიეცეს მკაცრი რეაგირება, როგორც სახელმწიფოსგან ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისგან, რადგან ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე, ჩვენს პრინციპებსა და ფასეულობებზე, განვითარებაზე, ქვეყნის წინსვლასა და ჩვენს მშვიდობიან არჩევანზე”- განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

ცნობისთვის,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.  საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ე.წ. „ცხელი ხაზის“ მექანიზმის ამოქმედების შედეგად, დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი არის გულის შეტევა. სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო.

კომენტარები

არჩილ ტატუნაშვილი აქცია ოკუპაცია 2018-03-04
სოსო ელისაშვილი
Tags არჩილ ტატუნაშვილი აქცია ოკუპაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სვანეთის მოსახლეობა ჰესების მშენებლობის აკრძალვას პრეზიდენტს და მთავარობას სთხოვს

შემდეგი სტატია

საპატრიარქოში არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქის წერილს ელოდებიან

მსგავსი სტატიები

თამარ ჩხეიძე: ახლა მისი მდგომარეობა ძლიერ გართულდება. საბოლოო ჯამში თუ ცოცხალი გადარჩა, ტრიბუნალი არ ასცდება!

თამარ ჩხეიძე: ახლა მისი მდგომარეობა ძლიერ გართულდება. საბოლოო ჯამში თუ ცოცხალი გადარჩა, ტრიბუნალი არ ასცდება!

ნინო ჩხეიძე 18 მარ 2023

თიბისი სტატუსის დახმარებით თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია

სოსო ელისაშვილი 22 ოქტ 2018
“ლელო” სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად ახალ ფრაქციას ქმნის

“ლელო” სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად ახალ ფრაქციას ქმნის

ირაკლი შალიკაშვილი 13 მაი 2021

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge