ანიმაციური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გმირი “მიკი მაუსი” წელს 90 წლის ხდება. ამ მართლაც გამორჩეული მულტფილმის პერსონაჟის ყურებაში არაერთი თაობა გაიზარდა და კომპანია დისნეი საკმაოდ მასშთაბური ღონისძიებების ჩატარებას აპირებს ამ ღირსშესანიშნავი თარიღის არსაღნიშნად.
სტუდიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 7 მარტიდან რამდენიმე სერიოზული ღონისძიების გამართვა იგეგმება. კერძოდ. შოუ სახელწოდებით The Happiest Show On Earth მაყურებელს შესთავაზებს “მიკი მაუსის” კოლექციას, რომლებიც წლების მანძილზე იქმნებოდა.
შოუს დასრულების თანავე წარმოდგენილი ნამუშევრები დისნეის ვებსაიტზე დაიდება გასაყიდად. ზემოხსენებულ გმირთან ერთად ამ თარიღს მისი ამ წლების განუყრელი თანამგზავრი “მინი მაუსიც” შეურთდება.
მიკი მაუსის დაბადებისდღე 18 ნოემბერია, მაგრამ დისნეი მარტიდანვე აპირებს ამ ყველაფრის აღნიშვნას. ასევე ცნობილია, რომ შემოდგომაზე სპეციალური კონცერტიც გაიმართება, რომელზეც მუსიკალური შესრულების გარდა მაყურებელი ბევრ ცნობილ მოწვეულ სტუმარს იხილავს და ეს ყველაფერი “ABC”-ს ეთერში გავა. ნამდვილად ძალიან საინტერესო ამბებია უკლებლივ ყევლა ასაკის მაყურებლისთვის, რადდგან როგორც მოგახსენეთ დისნეის გმირი ძალიან ბევრი თაობის ერთგული ანიმაციური მეგოაბრი იყო მრავალი წლის მანძილზე.
კომენტარები