ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსპიკერის, ეკატერინე ბიაზროვას განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში იყო ეჭვმიტანილი და ღირებულ ინფორმაციას ფლობდა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებს ტატუნაშვილი მხედველობის არეში ჰყავდათ როგორც პირი, რომლის მიმართაც არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის საქართველოს სპეცსამსახურების საქმიანობაში მონაწილეობდა. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ უსაფრთხოების ორგანოები არ იყვნენ მისი სიკვდილით დაინტერესებული, რადგან ის იყო ჩვენთვის ღირებული ინფორმაციის მატარებელი“,-განაცხადა ეკატერინე ბიაზროვამ.
კომენტარები