NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიგი უგულავასთან ფოტოს გადაღების გამო საკრებულოს დეპუტატი ერთ-ერთ ოჯახს ემუქრება

გიგი უგულავასთან ფოტოს გადაღების გამო საკრებულოს დეპუტატი ერთ-ერთ ოჯახს ემუქრება

03 მარ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 637 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ევროპული საქართველოს“ ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგი უგულავას განცხადებით,  „ენერგოპროს“ ვანის რაიონის უბნის მენეჯერი  და „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატი შალვა ლორთქიფანიძე ბელთაძეების ოჯახს გიგი უგულავასთან ფოტოს გადაღების გამო ემუქრება. თავის თანამდებობას „ოცნების“ პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს და 3500 ლარიანი ჯარიმით ემუქრება.

“2 მარტს “ენერგოპროს” უბნის მენეჯერმა და ამავდროულად სოფელ დიხაშხოს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა ლორთქიფანიძემ ამავე სოფლის ვანის რაიონის მცხოვრებ მამა-შვილ თენგიზ და მირზა ბელთაძეებს აბსოლუტურად უკანონოდ, სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებით დაემუქრა და მიმართა შემდეგი სიტყვებით: „რით ვერ ისწავლეთ ჭკუა, სად უნდა დადგეთ, ეგ თუ არ იცით 3000 ლარიან ჯარიმას გამოგიწერთ“.

მირზა ბელთაძემ მოითხოვა რომ „ენრგოპროს“ ეს ინფორმაცია ოფიციალურად წერილობით მოეწერა, მათ აქვთ სამრეცხაო და ვინაიდან არც მას, არც სხვა მსგავსი ობიექტების მქონე ადამიანებს მსგავსი მოთხოვნა „ენერგოპროსგან“ არ მისვლიათ არც წერილობით და არც სიტყვიერად (მათ შორის ამ ბატონის საშუალებით.) ამავედროს თვითონ ეს მრიცხველი რომელიც აყენია ამ სამრეცხაოში არის „ენერგოპროს“ დაყენებული.

„ქართული ოცნება“ რა პოლიტიკური პარტია და ორგანიზაციაა სულ ბოლოს მოსახლეობამ ბორჯომშიც ნახა და მას ჩვენ პოლიტიკურად აუცილებლად გავუმკლავდებით, მაგრამ მე აქ საქმე მაქვს ჩეხურ კომპანიასთან „ენერგოპროსთან“, რომლის დამფუძნებლები ევროკავშირის მოქალაქეები არიან და თვითონ ეს კომპანია არის ევროკავშირში რეგისტრირებული.

მე მათთან მაქვს საქმე. როდესაც მათი წარმომადგენელი, რაიონში მესამე თანამდებობის პირი თავს უფლებას აძლევს იმის მაგივრად, რომ დენი შეუფერხებლად და ყოველგვარი პოლიტიკური პრეფერენციების გარეშე მიაწოდოს მოსახლეობას, ბოროტად იყენებს ამ საერთო სიკეთეს და კომპანიაში თავის მდგომარეობას საკუთარი და „ქართული ოცნების“ კეთილდღეობისთვის იყენებს. ენერგოკომპანიამ ჩემი აზრით, უმწვავესი რეაქცია უნდა მისცეს ამ პრობლემას და პასუხი ვერ იქნება ის, რომ ეს მრიცხველი არ ვარგა. თუ მრიცხველი არ ვარგა კეთილი უნდა ინებოთ მეგობრებო წერილი უნდა მიწეროთ ყველა ანალოგიური მრიცხველის მქონე სუბიექტეს და არა ერთ ადამიანს რომელმაც ღიად, უბრალოდ ფოტოს გადაღებით გამოხატა თავისი პოლიტიკური კეთილგანწყობა არახელისუფლების მიმართ, ეს არის პატარა მაგალითი ჯერჯერობით თუ როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ ჩაატაროს არჩევნები ვანსა და ხონში. ჩვენ ვიქნებით სრულად მობილიზებული და არცერთი ადამიანის დაჩაგვრის უფლებას არ მივცემთ არც „ქართულ ოცნებას“ და არც იმ კომპანიებს რომელთა საქმე საერთოდ არ არის პოლიტიკაში მონაწილეობა“,-განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

გიგი უგულავა ვანი მაჟორიტარობის კანდიდეატი მუქარა საკრებულოს დეპუტატი ფოტო ხონი 2018-03-03
სოსო ელისაშვილი
Tags გიგი უგულავა ვანი მაჟორიტარობის კანდიდეატი მუქარა საკრებულოს დეპუტატი ფოტო ხონი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა საგზაო მოძრაობის ტექნიკური საშუალებების მონიტორინგი დაიწყო

შემდეგი სტატია

კახა კალაძემ ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარებს დედის დღე მიულოცა

მსგავსი სტატიები

მისი ხელმწიფე რომ აშენებს თაბორის მთაზე პანორამას, აი, ის ობიექტიც შეაჩეროს

მისი ხელმწიფე რომ აშენებს თაბორის მთაზე პანორამას, აი, ის ობიექტიც შეაჩეროს

25 იან 2019

HUAWEI Mate 20-ის სერია – ყველაზე მძლავრი და დახვეწილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონები

სოსო ელისაშვილი 18 ოქტ 2018
” უმრავლესობას იმედი ჰქონდა შანტაჟი იმოქმედებდა ოპოზიციაზე, დაფინანსება არ მოგვიხსნანო და შევარდებოდნენ პარლამენტში, ეს არ მოხდა ახლა უნდათ, საკითხი გაწელონ და შეეცადონ ოპოზიციის „მორჯულებას“”

” უმრავლესობას იმედი ჰქონდა შანტაჟი იმოქმედებდა ოპოზიციაზე, დაფინანსება არ მოგვიხსნანო და შევარდებოდნენ პარლამენტში, ეს არ მოხდა ახლა უნდათ, საკითხი გაწელონ და შეეცადონ ოპოზიციის „მორჯულებას“”

ნინო ჩხეიძე 23 დეკ 2020

უახლესი ამბები

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

  • შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

    შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

  • საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

    საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

  • შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

    შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

  • “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

    “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge