სასულიერო პირები სოფელ წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში ჩავიდნენ და ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული სამხედროს ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, მათ დაღუპული სამხედროს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს, მისივე თქმით, ქვეყანას ყოველთვის უნდ ახსოვდეს სამშობლოსთვის თავგანწირული შვილების სახელები.
„კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მცხეთა-თბილისის სამღვდელოების გარკვეული ნაწილი ჩამოვედით რათა ნუგეში ვცეთ დ პანაშვიდი გადავიხადეთ არჩილ ტატუნაშვილის სულის საოხებლად. დღეს მეცხრე დღეა მისი გარდაცვალებიდან და ჩვენი მოვალეობაა, მისი მშობლები და ახლობლები ვანუგეშოთ, ღმერთმა აცხონოს მისი სული და ჩვენ ყოველთვის გვახსოვდეს სამშობლოსთვის თავგანწირული შვილების სახელები“,-განაცხადა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.
კომენტარები