NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სასულიერო პირები არჩილ ტატუნაშვილის ოჯახთან შესახვედრად წილკანში მიემგზავრებიან

სასულიერო პირები არჩილ ტატუნაშვილის ოჯახთან შესახვედრად წილკანში მიემგზავრებიან

02 მარ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 920 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სასულიერო პირები არჩილ ტატუნაშვილის ოჯახთან შესახვედრად წილკანში მიემგზავრებიან. ამ წუთებში მღვდლები საპატრიარქოში იკრიბებიან. სასულიერო პირები არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს მიუსამძიმრებენ და სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან.  დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, ცხედრის გადმოსვენებამდე სასულიერო პირები ყოველდღე ჩავლენ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში.

„რამდენიმე დღეა ჩვენ ვფიქრობთ წასვლაზე, მაგრამ გვეგონა, რომ გადმოასვენებდნენ ცხედარს და მერე მივიდოდით პანაშვიდზე და ჩვენ სამძიმარს გამოვხატავდით ოჯახის მიმართ, მაგრამ რადგან უკვე დიდი ხანია ცხედრის გადმოსვენება არ მოხერხდა და გუშინაც, მის უწმინდესობასთან ოჯახის წევრები იყვნენ მოსულები, რამდენიმე მოძღვარმა მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა ოჯახისთვის, მათ გვერდზე დავმდგარიყავით. ვაპირებთ, რომ თითქმის ყოველ დღე გავაკეთოთ ეს, დღეს სამღვდელოების ერთი ნაწილი წავა, ხვალ – მეორე ნაწილი, ზეგ – მესამე, სანამ ცხედარი არ გადმოსვენდება, ვაპირებთ ოჯახის გვერდით ვიყოთ“,-განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

კომენტარები

არჩილ ტატუნაშვილი დეკანოზი შალვა კეკელია საპატრიარქო სასულიერო პირები წილკანი 2018-03-02
სოსო ელისაშვილი
Tags არჩილ ტატუნაშვილი დეკანოზი შალვა კეკელია საპატრიარქო სასულიერო პირები წილკანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„უმრავლესობა ამ ძალიან მგრძობიარე თემაზე საკუთარ რეზოლუციას წარმოადგენს“

შემდეგი სტატია

ვილნიუსის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მთაწმინდის გამგეობას ვილნიუსის ბაღის რეაბილიტაციის პროექტი საჩუქრად გადაეცა

მსგავსი სტატიები

ალეკო ელისაშვილი “ყაზტრანსგაზის” დირექტორის გადადგომას ითხოვს და აქციას აანონსებს

ალეკო ელისაშვილი “ყაზტრანსგაზის” დირექტორის გადადგომას ითხოვს და აქციას აანონსებს

25 იან 2019
მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ჩავა

მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ჩავა

19 სექ 2017
25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ნინო ჩხეიძე 24 აგვ 2020

უახლესი ამბები

  • ამანი, იორდანია –  სამეფო ქორწილი (ვიდეო)

    ამანი, იორდანია – სამეფო ქორწილი (ვიდეო)

  • ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

    ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

  • ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

    ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

  • დღე ისტორიაში – 4 ივნისი

    დღე ისტორიაში – 4 ივნისი

  • რანინა –  სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“  (ვიდეო)

    რანინა – სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“ (ვიდეო)

  • გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

    გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

  • ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

    ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

  • ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

    ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

  • ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

    ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge