ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გააკეთა. კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი და პრინციპული საკითხი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასა და ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილისთვის ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალების მიცემის საკითხები იქნება.
„ცენტრალური მთავრობის პრინციპული საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე ცხადია, არის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება ოჯახისთვის, მეორე საკითხი, რაზეც ჩვენდღეს აუცილებლად ვისაუბრებთ, ეს იქნება ახალგორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილისთვის ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალების მიცემის საკითხი“,-განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
კომენტარები