ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ამ დრომდე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. ისინი შენობაში არ უშვებენ საკრებულოს თავმჯდომარესა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით, სამართალდამცველების მხრიდან ეს არის უკანონო ქმედება, რადგან მას სრული უფლება აქვს შევიდეს შენობაში და მისი მოვალება შესრულოს.
„მე ვთვლი, რომ ეს არის პოლიციის მხრიდან ძალადობა, კანონს უნდა იცავდნენ და არღვევენ ამ შემთხვევაში, ახსნა-განმარტებასაც არ იძლევიან. სანამ არ შევალ ოთახში, არაფერზე არ ვისაუბრებ, აზრი არ აქვს რამეზე საუბარს“,-განაცხადა ჩაჩანიძემ.
კომენტარები