მიმდინარე წლის 28 თებერვალს, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა სამინისტროს განცხადება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების
შედეგად, 2018 წლის 23 თებერვალს ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით:
„ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეშფოთებულია საქართველოში, სამხრეთ ოსეთში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით, განსაკუთრებით კი, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებით. ჩვენ ვგმობთ ადამიანის უფლებების ყოველგვარ დარღვევას და სამხრეთ ოსეთის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსიტუტების დაშვებას მოვითხოვთ.“
საქართველოს მოქალაქის,არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ასევე გამოეხმაურა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტიმო სოინი. მინისტრის განცხადებით, ფინეთის რესპუბლიკა უერთდება ევროკავშირის,ეუთოსა და გაეროს განცხადებებს სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. “ჩვენ მოვითხოვთ ჩატარდეს დეტალური და გამჭვირვალე გამოძიება და განვაგრძობთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.“
კომენტარები