დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას საქმიანობის 100 დღის ანგარიშს აცნობს. ანგარიში დედაქალაქში ბოლო სამი თვის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და ცვლილებებს ეხება.
საქმიანობის ანგარიში შვიდ ძირითად მიმართულებას – ურბანული განვითარების, სატრანსპორტო, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობის, ასევე, მართვის პოლიტიკას მოიცავს.
„ჩემი მიზანია, განვახორციელოთ საფუძვლიანი და არა ფასადური ცვლილებები. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ თითოეული მიმართულების ანალიზით, რათა მტკიცებულებებზე დაფუძნებით შეგვემუშავებინა და გაგვეტარებინა დედაქალაქის მერიის და მისი თითოეული სამსახურის პოლიტიკა და სტრატეგია. განვახორციელეთ სტრუქტურული რეფორმა, რომლის მიზანიც მოქალაქეებზე ორიენტირებული მოქნილი მმართველობის განხორციელებაა. ასევე, დავიწყეთ და გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია, რომელიც უკვე დასრულდა, თუმცა სსიპ-ებში, ა(ა)იპ-ებში და შპს-ებში მეორე ეტაპი იწყება, რომელიც ასევე, ღიად და გამჭვირვალედ განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები