ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტალინშისაერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში TOUREST 2018 მიიღო მონაწილეობა.
ესტონეთში საქართველოს სტენდზეტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარდგენილი იყო 2 სახელმწიფო უწყება და 4 ტურისტულიკომპანია: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, მთის კურორტების განვითარების კომპანია, Free Spirit Tours, Future Travel, Mimino Travel და Georgian Discovery Tours.
გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათგაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, ენახათ საიმიჯო ვიდეო რგოლები და გაესინჯათქართული ღვინო. გამოფენაზე გაიმართა შეხვედრა ესტონელ ტუროპერატორებთან. ტურისტული კომპანიებიგანსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს სამთო კურორტებით. სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელსესტონეთიდან საქართველოს 41%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია 2016 წელთან შედარებით.
კომენტარები