,,ბორჯომის საკრებულოში რაც ხდებოდა არის უკონტროლო სიტუაცია” – ევროპული საქართველოს წევრის სერგო რატიანის კომენტარი ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
„ის, რაც დღის მანძილზე ხდებოდა, ეს არის უკონტროლო სიტუაცია ადმინისტრაციულ შენობაში და შეხლა-შემოხლა არ უნდა ხდებოდეს. სამხარეოს უფროსს შევ\ტავაზე, რომ შესულიყო შიგნით და მოენახულებინა საკრებულოს წევრები. ძალიან დაგვიანებით მოქმედებს შს სამინისტრო ამდენი ამბავი არ უნდა იყოს და ჩვენგან არ უნდა სჭირდებოდეთ მოწოდება, რომ კეთილი ინებონ და კონტროლის ქვეშ მოაქციონ სიტუაცია“- განაცხადა სერგო რატიანმა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ, დღის განმავლობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი “ქართული ოცნების” 11-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა,
რასაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ისინი დღეს გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.
კომენტარები