NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»აპრილის შუალედური არჩევნებისთვის იუსტიციის სამინისტროსთან უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

აპრილის შუალედური არჩევნებისთვის იუსტიციის სამინისტროსთან უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

01 მარ 2018 ახალი ამბები 1092 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 1 მარტის ბრძანებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა. მისი მიზანი 2018 წლის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებაა.  იუსტიციის მინისტრის მიერ დღეს ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, კომისიას მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე უხელმძღვანელებს.

უწყებათაშორისი კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა საჯარო მოსამსახურეების, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. ამისათვის კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან.

უწყებათაშორისი კომისია ითანამშრომლებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან; კომისია − ორ კვირაში ერთხელ, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ არანაკლებ კვირაში ერთხელ შეიკრიბება.

სამუშაო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების;  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე,  მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი); კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.

შუალედური არჩევნები №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2018 წლის 28 აპრილს ჩატარდება. მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი ვაკანტური  მას შემდეგ გახდა, რაც ვანისა და ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტი დატოვა და საქმიანობა  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გააგრძელა.

კომენტარები

აპრილი არჩევნები იუსტიციის სამინისტრო 2018-03-01
სოსო ელისაშვილი
Tags აპრილი არჩევნები იუსტიციის სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველო ესტონეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

შემდეგი სტატია

საქართველოს ელჩმა ეთიოპიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

მსგავსი სტატიები

„ამ საპრეზიდენტო არჩევნებში სამი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს მონაწილეობას“

24 ივლ 2018
“ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის” – სესიაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ მაჩალიკაშვილის ჩანაწერზე საუბრობს

“ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის” – სესიაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ მაჩალიკაშვილის ჩანაწერზე საუბრობს

სოსო ელისაშვილი 08 მაი 2019

დავით ოქიტაშვილმა კანდიდატურა მოხსნა

14 სექ 2017

უახლესი ამბები

  • თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულმა სტარტაპმა Artisio-მ აუქციონის ტექნოლოგიების განვითარებისათვის 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა

    თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულმა სტარტაპმა Artisio-მ აუქციონის ტექნოლოგიების განვითარებისათვის 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა

  • “სწორ დროს, სწორ ადგილას” – SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X სთავაზობს

    “სწორ დროს, სწორ ადგილას” – SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X სთავაზობს

  • კობახიძე: რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!

    კობახიძე: რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!

  • ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

    ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge