NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თემურ გორგაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება საკრებულოს თავმჯდომარემ გააკეთა

თემურ გორგაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება საკრებულოს თავმჯდომარემ გააკეთა

28 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 805 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ გორგაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება საკრებულოს თავმჯდომარემ გააკეთა. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, დღევანდელი ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და ყველა ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, უმკაცრესად აგებს პასუხის მისი სტატუსისა და კუთვნილების მიუხედავად.

„დღეს სუს-მა დააკავა საკრებულოს წევრი, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი. უწყების განცხადებით, საქმე ეხება ქრთამის აღების ფაქტს, შეწყალების კომისიის მეშვეობით, პატიმრის შეწყალების სანაცვლოდ. ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ცალსახად არაფერს ვამტკიცებთ, თუმცა ეს თავისთავად არის ძალიან ცუდი ფაქტი და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევეგუებით დანაშაულს არავის მხრიდან, იქნება ეს ჩვენი კოლეგა, თანაგუნდელი თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე. მეტიც, კიდევ უფრო მკაცრ იქნება მიდგომები სწორედ ჩვენი იმ თანაგუნდელების მიმართ, ვინც თავისი არაკეთილსინდისიერი ქმედებებით ჩრდილს მიაყენებს ჩვენ საქმიანობას. დღევანდელი ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და ყველა ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, უმკაცრესად აგებს პასუხის მისი სტატუსისა და კუთვნილების მიუხედავად“,-განაცხადა ტყემალაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.

კომენტარები

ანტიკორუფციული სააგენტო გიორგი ტყემალაძე თემურ გორგაძე საკრებულო სუს ქრთამის აღება შეწყალების კომისია 2018-02-28
Tags ანტიკორუფციული სააგენტო გიორგი ტყემალაძე თემურ გორგაძე საკრებულო სუს ქრთამის აღება შეწყალების კომისია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს

შემდეგი სტატია

პრემიერი გარდაცვლილი მოსწავლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

მსგავსი სტატიები

ზუგდიდის ყოფილი მერი, მისი მოადგილე და მათთან ერთად დაკავებულ ორი პირი, წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

ზუგდიდის ყოფილი მერი, მისი მოადგილე და მათთან ერთად დაკავებულ ორი პირი, წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

04 თებ 2019
იუსტიციის საბჭოში დღეს მოსამართლეთა გასაუბრების მორიგი ეტაპი ჩატარდება

იუსტიციის საბჭოში დღეს მოსამართლეთა გასაუბრების მორიგი ეტაპი ჩატარდება

01 თებ 2019
კიევის ქუჩაზე ხანძრის შედეგად იორდანიის მოქალაქე დაიღუპა

კიევის ქუჩაზე ხანძრის შედეგად იორდანიის მოქალაქე დაიღუპა

06 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

    დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

  • 7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

    7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

  • დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

    დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge