NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„თამბაქოს შესახებ კანონმდებლობის დანერგვით, შემდეგი 15 წლის განმავლობაში, გადავარჩენთ 53 000 მოქალაქის სიცოცხლეს“

„თამბაქოს შესახებ კანონმდებლობის დანერგვით, შემდეგი 15 წლის განმავლობაში, გადავარჩენთ 53 000 მოქალაქის სიცოცხლეს“

28 თებ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 593 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თამბაქოს შესახებ კანონმდებლობის დანერგვით, შემდეგი 15 წლის განმავლობაში, უახლესი გათვლებით, ჩვენ გადავარჩენთ 53 000 ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს ნაადრევად სიკვდილისაგან და დავზოგავთ 3,5 მილიარდ ლარს იმ ხარჯების არ გაღებით, რომელიც თამბაქოსგან გამოწვეულ დაავადებებს იწვევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ საკომუნიკაციო კამპანიის „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან“ დაწყებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, 1-ლი მაისიდან კანონი შევა ძალაში და შესაბამისად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ შენობებსა და ტრანსპორტში სიგარეტის მოწევა აიკრძალება. აკაკი ზოიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, უარი თქვან სიგარეტის მოწევაზე და გადაარჩინონ არამარტო მათი, არამედ სხვისი სიცოცხლე.

„დღეიდან ოფიციალურად ვიწყებთ საზოგადოების საკომუნიკაციო კამპანიას თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვასთან დაკავშირებით და 1-ლი მაისიდან იწყება ამ კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი ნორმის დანერგვა, კერძოდ, დახურულ შენობებში თამბაქოს კვამლის აკრძალვა. თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი საქართველო არის ამ კამპანიის ძირითადი გზავნილი. 1-ლი მაისიდან უნდა გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან.

ეს არის მესიჯი, რომელსაც მიიღებს ჩვენი საზოგადოება. დაახლოებით ორი თვე დარჩა კანონის ამოქმედებამდე. კამპანიის ძირითადი ამოცანა გახლავთ, მოქალაქეებს ავუხსნათ, რომ 1-ლი მაისიდან ჩვენი მწეველი მოქალაქეები გამოვიდნენ გარეთ და მოწიონ.  დამერწმუნეთ, შემდეგი 15 წლის განმავლობაში თამბაქოს შესახებ კანონმდებლობის დანერგვით, გაერო-ს განვითარების ფონდისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი გათვლებით, გადავარჩენთ ჩვენი 53 000 მოქალაქის სიცოცხლეს ნაადრევად სიკვდილისგან და დავზოგავთ 3,5 მილიონ ლარს იმ ხარჯების არ გაღებით, რომელიც თამბაქოსგან გამოწვეულ დაავადებებს იწვევს.

ჩვენ გვაქვს კიდევ ორი თვე დარჩენილი. აქამდეც მიმდინარეობდა და საკმაოდ ბევრი გაკეთდა მოსამზადებლად. გუშინ, ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, სამთავრობო კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელიც ამავე მოსამზადებელ სამუშაოებს ეძღვნებოდა. პირველ რიგში, ამ კანონის აღსრულება თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული. გვინდა, ყველას გავაგებინოთ – ნუ იქნებით პასიური, ეს იქნება ერთ-ერთი მესიჯი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

კომენტარები

აკაკი ზოიძე გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან თამბაქოს შესახებ კანონი ნაადრევად სიკვდილი 2018-02-28
Tags აკაკი ზოიძე გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან თამბაქოს შესახებ კანონი ნაადრევად სიკვდილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

შემდეგი სტატია

ორბელიანის მოედანზე შენობიდან ჩამოვარდნილი შუშა სკოლის მოსწავლეებს დაეცა

მსგავსი სტატიები

„არანაირი მასშტაბური ღონისძიებები არ ეწყობა, ეს არის ფიზიკური პირების ინდივიდუალური მოგზაურობები“

„არანაირი მასშტაბური ღონისძიებები არ ეწყობა, ეს არის ფიზიკური პირების ინდივიდუალური მოგზაურობები“

18 დეკ 2017
კობახიძე:  “ნაცმოძრაობას”  მრავლად ჰყავს წარმომადგენლები უკრაინაში, მათ შორის დავით არახამია და სხვა ქართველი კრიმინალები …

კობახიძე: “ნაცმოძრაობას” მრავლად ჰყავს წარმომადგენლები უკრაინაში, მათ შორის დავით არახამია და სხვა ქართველი კრიმინალები …

ნინო ჩხეიძე 02 მარ 2022
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა

ნინო ჩხეიძე 30 ოქტ 2021

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება

  • აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

    აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

  • დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

    დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

  • რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

    რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

  • ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

    ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

  • უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

    უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

  • დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

    დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge