შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დაინიშნა. 1tv.ge-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ უწყებაში განცხადება კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ძებნილი ზაზა ბაქრაძის დაკავების საკითხზე გაკეთდება.
არსებული ინფორმაციით, ზაზა ბაქრაძე, რომელსაც ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში ედება ბრალი, თბილისში დღეს უკრაინიდან უნდა ჩამოფრენილიყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება 18:00 საათზე გაკეთდება.
კომენტარები