რუსული სააგენტო Прайм Крайм-ის ინფორმაციით ნოგინსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში ე.წ. კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფების წევრმა ვალერა ბაღდათსკიმ მეგრული ქურდული დაჯგუფების – „ქარდავა-მზარეულას“ წევრი ირაკლა აფხაზას სცემა, რომელიც 2014 წლის ოქტომბერში ე.წ. კანონიერ ქურდს რევაზ უბილავას მეტსახელად რეზიკო ჯვარსკის გაუსწორდა. დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ირაკლი აფხაზამ ვალერა ბაღდათსკისთვის „მაყურებლის“ სტატუსის ჩამორთმევა სცადა.
თავის დროზე ირაკლი აფხაზამ ჯვარსკიზე ფიზიკურად გასწორება პეტერბურგში „სხოდკაზე“ მიღებული გადაწყვეტილებით ახსნა. მაშინ ჯვარსკი ე.წ. კანონიერი ქურდი ჯერ არ იყო და მიუხედავად ამისა, მან ადგილობრივ ე.წ. კანონიერი ქურდს არა მურადიანს სცემა. ე.წ. კანონიერმა ქურდებმა, რომლებიც სატელეფონო კავშირზე იმყოფებოდნენ ვალერა ბაღდათსკისთან, არ გაითვალისწინეს არც პეტერბურგის „სხოდკის“ გადაწყვეტილება და არც ირაკლი აფხაზას განმარტებები.
კომენტარები