NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კალაძე: სავალდებულოა ქვეითთა გადასასვლელებზე LED განათებები დამონტაჟდეს

კალაძე: სავალდებულოა ქვეითთა გადასასვლელებზე LED განათებები დამონტაჟდეს

28 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 603 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ყველა რაიონის გამგებელს დაავალა, კონკრეტულ უბნებში ისეთი ლოკაციების იდენტიფიცირება მოახდინონ, სადაც ქვეითთა დამატებითი გადასასვლელების მოსაწყობად, შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება და საგზაო ნიშნები განთავსდება.

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში უკვე გამოვლენილია რამდენიმე ლოკაცია, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს და დახაზვითი სამუშაოები ჩატარდეს.

„სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებაზე. წელს, ევროპული ტიპის 100 ახალ ავტობუსს შემოვიყვანთ, რაც საკმარისი არ არის, თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში, ახალი ავტობუსების შემოყვანით, ძველების ჩანაცვლება სრულად მოხდება. გარდა ამისა, ქვეითების უფლებები მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული. ჩვენ ქალაქში გამოყოფილი გვაქვს  კონკრეტული ადგილები, სადაც ფეხით გადასვლა ერთი ადგილიდან მეორეზე შეუძლებელი ხდება, რადგან ამისთვის არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე, სავალდებულოა ქვეითთა გადასასვლელებზე LED განათებები დამონტაჟდეს.

„დღეისთვის, ჩვენ გამოვლენილი გვაქვს 100-ზე მეტი ლოკაცია, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს, დახაზვითი სამუშაოები ჩატარდეს და  საგზაო ნიშნები განთავსდეს. აქვე მინდა, გამგებლებს დავავალო, თქვენს რაიონებში იდენტიფიცირება გაუკეთოთ ასეთ ადგილებს და მოგვაწოდოთ კონკრეტული ლოკაციები, რომ ჩვენი მხრიდან შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდეს. ასევე, სავალდებულოა, რომ გადასასვლელებზე (ე.წ. ზებრებზე) LED განათებები დამონტაჟდეს,  როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, რათა ეს ყველაფერი მთლიანად იყოს მოწესრიგებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კახა კალაძე ლედგანათება მერია ქვეთთა გადასასვლელები 2018-02-28
Tags კახა კალაძე ლედგანათება მერია ქვეთთა გადასასვლელები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

2018 წლის იანვარში რეალური მშპ-ს ზრდის ტემპმა 4,4% შეადგინა

შემდეგი სტატია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა

მსგავსი სტატიები

პეკინის გამზირზე გაზქურის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

პეკინის გამზირზე გაზქურის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

01 თებ 2019
ძლიერი წვიმისა და ქვის ცვენის საშიშროების გამო​, წესი-ურავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ძლიერი წვიმისა და ქვის ცვენის საშიშროების გამო​, წესი-ურავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

30 აგვ 2017
ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დავნიშნოთ, თუ ოპოზიციის ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ …

ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დავნიშნოთ, თუ ოპოზიციის ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ …

ნინო ჩხეიძე 28 ივლ 2021

უახლესი ამბები

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge