NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი ტყემალაძე საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

გიორგი ტყემალაძე საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

28 თებ 2018 ახალი ამბები 383 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოში უკრაინის ელჩთან იგორ დოლგოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას, რომელიც უკრაინის ელჩის ინიციატივით შედგა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ესწრებოდნენ.

„უკრაინულ მხარესთან არაერთი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ. საინტერესოა, რომ უკრაინული დიასპორის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ქართული ენის სწავლა დაიწყო, რაც მისასალმებელია,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
უკრაინის ელჩმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ქართულ-უკრაინული ურთიერთობის ფართო სპექტრი განიხილეს. ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 100 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით.

უკრაინის ელჩმა თბილისის საკრებულოს ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების ვარდების ბაღში გამართვასთან დაკავშირებით მხარდაჭერა სთხოვა.
შეხვედრაზე, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში კიევის ქუჩაზე „უკრაინული გაზაფხულის“ ჩატარების შესახებაც ისაუბრეს. აღნიშნული ღონისძიება 2 წლის წინ თბილისში უკვე გაიმართა. უკრაინის საელჩოს, საკრებულოში არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის მხარდაჭერით, ფესტივალი წელს აპრილშია დაგეგმილი.

უკრაინის ელჩი საქართველოში ინვესტიციების კუთხით არსებული მდგომარეობითაც დაინტერესდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში გატარებული ეკონომიკური რეფორმების შესახებ და საინვესტიციო პოლიტიკაზე მიაწოდა ინფორმაცია. როგორც იგორ დოლგოვმა განაცხადა, ამ მხრივ უკრაინისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, უკრაინაში პრივატიზების პროცესი ახლა მიმდინარეობს, რაც ქართველ ინვესტორებს დააინტერესებთ.
შეხვედრის დასასრულს გიორგი ტყემალაძემ უკრაინის ელჩს და მის მოადგილეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

კომენტარები

გიორგი ტყემალაძე 2018-02-28
Tags გიორგი ტყემალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ფაქტის შესახებ მწუხარებას გამოთქვამს

შემდეგი სტატია

შსს: დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი, კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს

მსგავსი სტატიები

დიმიტრი ქუმსიშვილი – „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გაცემული დახმარება ღირს იმ შედეგად, რასაც დღეს ვხედავთ – ეს არის ევროპის უმაღლესი სტანდარტით აღჭურვილი საწარმო”

დიმიტრი ქუმსიშვილი – „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გაცემული დახმარება ღირს იმ შედეგად, რასაც დღეს ვხედავთ – ეს არის ევროპის უმაღლესი სტანდარტით აღჭურვილი საწარმო”

11 ივნ 2018

ანსამბლმა “რუსთავმა” N15 პენიტენციურ დაწესებულებაში სოლო კონცერტი გამართა

30 დეკ 2017

ირაკლი კობახიძე: მარიხუანას მოხმარების თაობაზე წარმოდგენილი კანონპროექტი არავითარ სივრცეს არ ტოვებს სპეკულაციებისთვის

12 სექ 2018

უახლესი ამბები

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge