Сутички під Радою між нацгвардією та представниками наметового містечка. Більше відео та пояснень в новині http://www.theinsider.ua/politics/5a952a544b8ca/
Posted by Insider on სამშაბათი, 27 თებერვალი, 2018
კიევიში, უმაღლესი რადას წინ, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა, რომლის შედეგადაც 8 პოლიციელი დაშავდა. უკრაინული Цензор.НЕТ-ის ინფორმაციით კიევის პოლიციის უფროსი 8 დაშავებული პოლიციელის შესახებ საუბრობს.
„შეტაკებების შედეგად დაშავდა 8 პოლიციელი. ერთ-ერთს ლავიწის ძვლის მოტეხილობა აქვს, სხვების დაზიანებებს ახლა ვარკვევთ. დაკავებულია 9 ადამიანი“, – აცხადებს ანდრეი კრიშენკო.
მომხდარზე კომენტარი გააკეთა რადას წევრმა ანტონ გერაშენკომაც.
„ახლახანს უმაღლესი რადას წინ, სააკაშვილის დანაშაულებრივი ორგანიზაცია „ახალი ძალების მოძრაობის“ მიერ პროვოკაციის ორგანიზება მოხდა. შენობის წინ მათ საბურავები მიიტანეს და მათი დაწვა სცადეს. როდესაც სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, ქვების სროლა დაიწყეს“, – აცხადებს გერაშენკო.
კომენტარები