ხაშურელი 10 წლის ბიჭის ისტორიას, რომელიც თბილისის ზოოპარკის სანახავად ხაშურიდან გამოიპარა, BBC გვიყვება.
„თბილისის ზოოპარკმა ერთწლიანი აბონემენტი აჩუქა 10 წლის იღბლიან ბიჭს მას შემდეგ, რაც ცხოველების სანახავად ის სახლიდან გაიპარა და მატარებლით დაახლოებთ 130 კილომეტრი გაიარა“, – წერს გამოცემა.
ბიბისი 10 წლის დათოს „იღბლიან ბიჭს“ უწოდებს, რომელმაც ცხოველების სანახავად 130 კილომეტრი გამოიარა.
21 თებერვალს პატარა ბიჭი თბილისში მშობლების დაუკითხავად ზოოპარკის დასათვალიერებლად წავიდა.
კომენტარები