„დისნეის“ ახალმა ანიმაციამ coco-მ უამრავი რეკორდი მოხსნა: ნამუშევარმა სადებიუტო საღამოზე 49 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო და ათეულის ლიდერიც გახდა.
ანიმაცია 12 წლის მიგელის ამბავს გვიყვება, რომლის ცხოვრების მთავარი აზრი მუსიკაა.მისი კუმირი ლეგენდარული მექსიკელი გიტარისტი ერნესტო დე ლა კრუზია. მას შემდეგ რაც მიგელი ერნესტოს გიტარას შეეხება, ის მკვდრების ქალაქში მოხვდება, სწორედ აქ იწყება თავგადასავალი.
Coco-ზე მუშაობა სტუდიაში 2012 წლიდან დაიწყო , მისი პრემიერა კი 2017 წლის 22 ნოემბერს შედგა.
ახლა კი ანიმაციამ საერთოდ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა: ლოს-ანჯელესის ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილებით, ამიერიდან ყოველი წლის 27 თებერვალს Coco-ს დღე აღინიშნება.
კომენტარები