ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, GEM Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა Facebook-ზე წერს, რომ თუ მთავრობა მიწას იჯარით არ მისცემს, მაშინ Gem Fest 2018 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარდება.
“1. ჩატარდება GEM FEST ? აუცილებლად ჩატარდება 9-12 აგვისტოს ანაკლია განმუხურის საკურორტო ზონაში. თარიღები გამოცხადებულია და ბილეთებიც იყიდება.
2. როდის გამოცხადდება ლაინ აფი? რამდენიმე კვირაში დავიწყებთ ლაინ აფის ნაწილ-ნაწილ გამოცხადებას.
3. მთავრობა რომ არ გაძლევთ ფულს, გაუმკლავდებით? ჯერ ერთი ჯემფესტი მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავარობამ დახმარება მაშინ დაიწყო, როდესაც ნახა კარგი თემა იყო. შარშან 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ (ზოგ-ზოგიერთები) . მათი “დახმარება” რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა ეგეც ვისწავლე.
4 . მიწა რომ არ მოგცენ იჯარით, რას იზავთ? აფხაზეთში გადავალთ და იქ ჩავატარებთ .
5. როდის გაისტუმრებთ ვალებს? მაშინ როდესაც სრული დატვირთვით ავმოქმედდებით, გაყიდვები გაიზრდება და ფინანსურად გავძლიერდებით”- წერს სიგუა.
კომენტარები