NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ რუს სახელმწიფო მოხელეებს, ტატუნაშვილზე სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ რუს სახელმწიფო მოხელეებს, ტატუნაშვილზე სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას

27 თებ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 922 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ოკუპირებულ ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. საელჩო განცხადებას ავრცელებს.

“ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. იგი 22 თებერვალს დააკავეს და იმყოფებოდა პატიმრობაში ცხინვალში. ჩვენ ვუსამძიმრებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, მათ შორის რუს სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც დე ფაქტო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონზე, სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქეების ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავების ფაქტის გამო და მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მათი თავისუფალი გადაადგილება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეთანხმდნენ დამატებით ზომებზე ორმხრივი ნდობისა და გამჭვირვალობის გაძლიერებისათვის დაზარალებულ რეგიონში.

ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი სრულ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უარყოფს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. ასევე, ჩვენ განმეორებით მოვუწოდებთ, აღსრულდეს მართლმსაჯულება 2016 წლის მაისში, ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მოკლული საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე”- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.  საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ე.წ. „ცხელი ხაზის“ მექანიზმის ამოქმედების შედეგად, დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, ტატუნაშვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი არის გულის შეტევა,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნაზე, რომ მომხდარიყო ადგილზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგელების შეშვება ცხედრის პირველადი შესწავლის მიზნით, დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა”- განაცხადეს სუს-ში.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა  უშედეგოდ დასრულდა – ოკუპირებულმა ცხინვალმა  არჩილ ტეტუნაშვილის ცხედრის დღეს გადმოცემაზე  უარი თქვა. უარის მიზეზად კი, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა მურად ჯიოევმა რუსეთის ფედერაციიდან ექსპერტების ჩართვა დაასახელა და განაცხადა, რომ ცხედარს ოჯახს რამდენიმე დღეში, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადასცემენ.

არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებმა  და თანასოფლელებმა დღეს სოფელ ნატახტართან გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ოკუპირებული ტერიტორიიდან ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ ტატუნაშვილის ოჯახმა ხელისუფლებას ორდღიანი ვადა მისცა და ცენტრალური ავტომაგისტრალი გახსნა.

კომენტარები

არჩილ ტატუნაშვილი აშშ ოკუპირებული ცხინვალი 2018-02-27
Tags არჩილ ტატუნაშვილი აშშ ოკუპირებული ცხინვალი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სიგუა: თუ მიწას იჯარით არ მოგვცემენ, აფხაზეთში გადავალთ და GEM Fest-ს იქ ჩავატარებთ

შემდეგი სტატია

„თერგის“ ბაზრობაზე ხანძარია

მსგავსი სტატიები

გიგა ბოკერია: ლავროვი აბსოლუტურად გულწრფელი იყო, ის კმაყოფილია იმ მდგომარეობით, რაშიც ახლა საქართველო არის

გიგა ბოკერია: ლავროვი აბსოლუტურად გულწრფელი იყო, ის კმაყოფილია იმ მდგომარეობით, რაშიც ახლა საქართველო არის

ნინო ჩხეიძე 18 იან 2023
გურამ მაჭარაშვილი: მედიის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში გასაჩივრების მექანიზმი ეფექტური იქნება და პროცესი წლები არ გაიწელება

გურამ მაჭარაშვილი: მედიის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში გასაჩივრების მექანიზმი ეფექტური იქნება და პროცესი წლები არ გაიწელება

ნინო ჩხეიძე 31 დეკ 2022
„მარგველაშვილმა სამწუხაროდ უღალატა იმ გუნდს, რომელმაც ის პრეზიდენტი გახადა“

„მარგველაშვილმა სამწუხაროდ უღალატა იმ გუნდს, რომელმაც ის პრეზიდენტი გახადა“

02 თებ 2018

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge