პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ოკუპირებულ ცხინვალში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ყველაფერი სახელმწიფო უწყება მუშაობს იმისთვის, რომ დროულად მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადასვენება საკუთარ ოჯახში.
„აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყება, ყველა დონეზე მუშაობს იმისთვის, რათა დროულად მოხდეს ერთი მხრივ, გარდაცვლილის დროულად გადასვენება და ასევე ორი დაკავებული ადამიანის გათავისუფლება. არ არის მარტივი ოკუპანტებთან ურთიერთობა, თუმცა აბსოლუტურად ყველა საჭირო საშუალებას ვიყენებთ იმისთვის, რომ ეს საკითხი დროულად იქნას გადაწყვეტილი“,-განაცხადა აბაშიშვილმა.
კომენტარები