Stranger Things -ის მესამე სეზონით მაყურებელს 2019 წელს დაუბრუნდება. მანამდე კი შეგვიძლია გავრცელებულ ინფორმაციებსაც დავჯერდეთ: როგორც სერიალის შემქმნელები გვპირდებიან, სერიების რაოდენობაა. როგორც შოუს პროდიუსერი შონ ლევი ამბობს, მესამე სეზონი შესაძლოა მეორეს მსგავსად, 9 ეპიზოდით დაბრუნდეს.
ცნობილი გახდა ისიც, რომ სიუჟეტის ცენტრში ამჯერად უილ ბაიერსი აღარ იქნება. სერიალის პროდიუსერი ამბობს რომ, მესამე სეზონში აქცენტი სხვა პერსონაჟებზეც გადანაწილდება.
„ჩვენთვის საინტერესოა სტივის პერსონაჟის განვითარებაც და რა თქმა უნდა, ვაინონა რაიდერის გმირსაც მეტ ყურადღებას დავუთმობთ”, – ამბობს პროდიუსერი
სერიალის მოყვარულებისათვის კიდევ ერთი ახალი ამბავი გვაქვს, მესამე სეზონში სერიალს სამი ახალი პერსონაჟი დაემატება: ბრიუსი – ახალი ამბების რეპორტიორი, პატრისია ბრაუნი – მეზობელი, ლარი კლინი – პოლიტიკოსი
„უცნაური ამბები“ ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური საშინელებთა ჟანრის სატელევიზიო სერიალია, სადაც როლებს სერიალში ასრულებენ უაინონა რაიდერი, დევიდ ჰარბორი, ფინ ვულფჰარდი, მილი ბობი ბრაუნი, გატენ მატარაცო, კალებ მაკლაფლინი, ნატალია დაიერი, ჩარლი ჰიტონი, კარა ბუონო და მეთიუ მოდაინი, ნოა შნაპის.
პირველ სეზონში ბიჭუნები იძიებენ მეგობრის გაუჩინარებას. წამყვან როლს მის პოვნაში ასრულებს გოგონა ზებუნებრივი თვისებებით.
მეორე სეზონის მოქმედება მიმდინარეობს ამ მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ. მასში ასახული იქნება, თუ როგორ ცდილობენ პერსონაჟები, დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
კომენტარები