NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შს მინისტრის მოადგილე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შს მინისტრს შეხვდა

შს მინისტრის მოადგილე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შს მინისტრს შეხვდა

26 თებ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 399 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჰერბერტ როილს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

შეხვედრაზე ნინო ჯავახაძემ ჰერბერტ როილს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შემცირების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, გვარის შეცვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. მხარეებმა მთავრობის მიერ დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიასა და საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

ნინო ჯავახაძემ ხაზგასმით აღნიშნა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების საჭიროება და ჰერბერტ როილს მემორანდუმის ტექსტი პირადად გადასცა.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ გერმანიაში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის მოთხოვნების თითქმის 100% სრულდება. ნინო ჯავახაძემ ჰერბერტ როილს ინფორმაცია მიაწოდა ევროპოლთან მარტში დაგეგმილი მემორანდუმების გაფორმების შესახებ, რაც, ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის მივლინებასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხო არხის ამოქმედებას გულისხმობს.

გერმანული მხარის თქმით, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს მიერ კონკრეტული გზების მოძიება ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ის მიესალმება ქართული დელეგაციის ვიზიტს და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ჰერბერტ როილმა ქართული მხარის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ინიციატივები მოიწონა და მემორანდუმის გაფორმების პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვესტფალიის ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილოა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებით, ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა საგანგაშო არ არის.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, გერმანიის რეპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის კრიმინალური პოლიციის სამსახურის უფროსს, ფრანკ ჰოევერსა და ჩრდილოეთ ვესტფალიის ფედერალური მიწის ბავშვთა, ოჯახის, ლტოლვილთა და ინტეგრაციის საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ანდრეას ბოთეს. მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, ნინო ჯავახაძე ავსტრიის რესპუბლიკასაც ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა: ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანთან – პეტერ გოლდგრუბერთან, ავსტრიის რესპუბლიკის კრიმინალური პოლიციის ფედერალური სამსახურის დირექტორთან – ფრანც ლანგთან და ფედერალური სამინისტროს სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან. ნინო ჯავახაძე ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორს, კატარინა ვიზერსაც შეხვდა.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს, ურთიერთობების გაღრმავების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე, ხაზი გაუსვეს დანაშაულთან ბრძოლის ძალზედ ეფექტურ თანამშრომლობას და რეადმისიის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულების მნიშვნელობას.

კომენტარები

გერმანია ნინო ჯავახაძე რაინ-ვესტფალია უვიზო რეჟიმი შსს ჰერბერტ როილი 2018-02-26
Tags გერმანია ნინო ჯავახაძე რაინ-ვესტფალია უვიზო რეჟიმი შსს ჰერბერტ როილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლევან დავითაშვილს პარლამენტში ელოდებიან

შემდეგი სტატია

გია მაისაშვილი გარდაიცვალა

მსგავსი სტატიები

ბევრი ჩვენი მეზობელი ქვეყანა გვთხოვს, დავეხმაროთ რეფორმების განხორციელებაში

ბევრი ჩვენი მეზობელი ქვეყანა გვთხოვს, დავეხმაროთ რეფორმების განხორციელებაში

25 იან 2019
„მშვიდობით, ბექა“ – ბიძინა გეგიძემ ბექა ნაცვლიშვილს მიმართა

„მშვიდობით, ბექა“ – ბიძინა გეგიძემ ბექა ნაცვლიშვილს მიმართა

22 თებ 2019

20 Ways To Make Your Internet site Trustworthy On your Visitors

07 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო  შეხვედრები იწყება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო შეხვედრები იწყება

  • ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

    ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

  • “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

    “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

  • საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

    საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

  • ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

    ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

  • ლილი ფოფხაძე: მამა

    ლილი ფოფხაძე: მამა

  • “ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე დარღვევით აშენდა”

    “ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე დარღვევით აშენდა”

  • სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა

    სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა

  • კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

    კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

  • ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

    ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge