NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოში ჩითილების პირველი საწარმო გაიხსნა

საქართველოში ჩითილების პირველი საწარმო გაიხსნა

26 თებ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 1218 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით, საქართველოში  ჩითილების პირველი საწარმო „მზა ჩითილი“ გაიხსნა, რომელიც   უახლესი ტექნოლოგიებით და დანადგარებით არის აღჭურვილი.  კომპანია ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, დიდი რაოდენობის მოსავალი მიიღონ ნაკლები დანახარჯებით.

სათბურში, რომელიც მარნეულში, სოფელ აზიზქენდში 1.1 ჰექტარზეა განთავსებული,  ბოსტნეულისა და ყვავილების  ჩვეულებრივი და  დამყნობილი ჩითილების წარმოება მოხდება.  სეზონის განმავლობაში 7 მლნ, წლიურად კი 30 მლნ ჩითილის გამოყვანა იგეგმება. ანალოგიური საწარმო საქართველოში დღემდე არ არსებობდა და ქართველ მეწარმეებს მსგავსი ჩითილების შეძენა საზღვარგარეთ უწევდათ.

კომპანიამ სასათბურე კონსტრუქციისა და ჩითილების დასარგავი დანადგარების შეძენა თიბისი ლიზინგის ფინანსური მხარდაჭერით შეძლო. დაფინანსების ჯამურმა თანხამ 1მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოში ჩითილების პირველი საწარმო გაიხსნა. ჩვენი მიზანია,  მუდმივად დავნერგოთ  უხლესი  ტექნოლოგიები და ქართველ ფერმერებს  მოსავლის მიღების პროცესი გავუმარტივოთ. დღეიდან უკვე შესაძლებელია დიდი რაოდენობის, ჯანსაღი და ხარისხიანი მოსავლის  მიღება მინიმალური დანახარჯით.“, -აცხადებს კომპანია „მზა ჩითილის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, გიორგი გაბუნია.

„თიბისი ლიზინგი N1 სალიზინგო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. კომპანია აქტიურად  აფინანსებს თანამედროვე ტექნოლოგიებს თუ სხვა ძირითად საშუალებებს, რაც ბიზნესსექტორს განვითარებისთვის ესაჭიროება. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია იმ კომპანიებს გავუმარტივოთ ინვესტიციის პროცესი, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში ოპერირებენ. მოხარული ვართ, რომ თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით საქართველოში ჩითილების პირველი საწარმო იფუნქციონირებს“, – განაცხადა თიბისი ლიზინგის დირექტორის მოადგილემ, ნატო ტორონჯაძემ.

„მზა ჩითილი“ კომპანია WG Techno – წყლისა და გაზის ტექნოლოგიების მიერ დაფუძნდა, რომელიც  თანამედროვე სარწყავი სისტემების პირველი და ყველაზე დიდი მიმწოდებელია საქართველოში.  კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.mzachitili.ge

[R]

კომენტარები

თიბისი თიბისი ლიზინგი მზა ჩითილი ჩითილი 2018-02-26
Tags თიბისი თიბისი ლიზინგი მზა ჩითილი ჩითილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია მაისაშვილი გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ვაკელისა და ჭილაძის ქუჩებზე მოძრაობის სქემები სატესტო რეჟიმში შეიცვალა

მსგავსი სტატიები

დოლარის ღირებულება 2.6538 ლარი გახდა, ხოლო ევროსი – 3.0904

დოლარის ღირებულება 2.6538 ლარი გახდა, ხოლო ევროსი – 3.0904

13 ნოე 2017
აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შთამბეჭდავად აფასებს

აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შთამბეჭდავად აფასებს

05 მაი 2018
საქართველოს ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებამდე უნდა დადოს პირობა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს აღიარებენ

საქართველოს ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებამდე უნდა დადოს პირობა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს აღიარებენ

ირაკლი შალიკაშვილი 29 სექ 2021

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

    გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

  • ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

    ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

  • ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

    ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

  • წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

    წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

  • ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

    ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

    ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

  • გია ვოლსკი: თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

    გია ვოლსკი: თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

  • სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

    სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

  • „გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

    „გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

  • „თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

    „თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge