NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ჯანელიძე: „არჩილ ტატუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის გარდაიცვალა“

ჯანელიძე: „არჩილ ტატუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის გარდაიცვალა“

26 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 764 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა სათანადო შეფასება მისცენ გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის საქმეს, რადგან მხოლოდ საერთაშორისოთანამეგობრობის ზეწოლის მეშვეობით არის შესაძლებელი დასრულდეს რუსეთის ოკუპაცია და მისგან გამომდინარე მძიმე ჰუმანიტარული შედეგები. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით აფხაზეთისა და ცხინვალისოკუპირებულ რეგიონებში საოკუპაციო რეჟიმების მიერ ჩადენილი ქმედებები ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციას წარმოადგენს, არსებული ვითარების გათვალისწინებით მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელგაუსვა ხაზი ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობას.

„ადგილობრივ მოსახლეობას წართმეული აქვს სიცოცხლის უფლების მინიმალური გარანტიები. კიდევ ერთხელ შევეხები გიგა ოთხოზორიას საქმეს – ეთნიკურად ქართველი, რომელიც ე.წ. „მესაზღვრეებმა“ მოკლეს საოკუპაციო ხაზთან ახლოს, მისი მკვლელი კი დღემდე არ დაუკავებიათ. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთეული შემთხვევა. რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქედააკავა. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ერთ-ერთ მათგანს, არჩილ ტატუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ორ პირს ჯერ კიდევ არეძლევა ოკუპირებული რეგიონის დატოვების უფლება. ეს ქმედებები მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამის კონსოლიდირებულ პასუხს. მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლის მეშვეობითშესაძლებელია დასრულდეს რუსეთის ოკუპაცია და მისგან გამომდინარე მძიმე შედეგები, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი.

საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ერთგულია და მზადაა შეუქმნას ყველას თანაბარი შესაძლებლობები, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენსმოქალაქეებს. თავის ანგარიშში უმაღლესი კომისარი აღნიშნავს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩადენილი ქმედებები ეთნიკურ ნიადაგზე განხორციელებულ დისკრიმინაციას უტოლდება.უმაღლესი კომისარი ღიად აცხადებს, რომ – ვციტირებ – „სუბიექტები, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აკონტროლებენ, ვალდებულნი არიან დაიცვან თავიანთი კონტროლის ქვეშ მყოფი ყველაადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებები და ადამიანის უფლებები”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა სხვა მექანიზმების დაუყოვნებლივი შეშვება აფხაზეთში, საქართველო დაცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, საქართველო” – განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერსაქართველოსთან დაკავშირებით გასულ წელს მიღებული რეზოლუცია, სადაც ასევე აღნიშნულია ამ რეგიონებში უმაღლესი კომისრის ოფისისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა მექანიზმებისდაშვების აუცილებლობა, თუმცა მიუხედავად პირდაპირი მოწოდებებისა უმაღლესი კომისრის ოფისს კიდევ ერთხელ უარი ეთქვა რეგიონებში შესვლაზე. საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ კიდევერთხელ ყურადღება გაამახვილა ქართული ენის სწავლების აკრძალვაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ისევე როგორც მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვისპრაქტიკაზე და ე.წ. „გამშვები პუნქტების” დახურვაზე, რაც რთულ ვითარებაში აგდებს ადგილობრივ მოსახლეობას და გადაადგილების უფლების გარდა უზღუდავს სამედიცინო მომსახურების და სხვასოციალურ უფლებებს.

მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა ცხინვალის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი სახლების დანგრევის პრაქტიკაზე, რაც ე.წ. რუსული „საინვესტიციო პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება დაეთნიკური წმენდის ნათელი დადასტურებაა.

კომენტარები

არჩილ ტატუნაშვილი გიგა ოთხოზორია მიხეილ ჯანელიძე მკვლელობა ოკუპაცია ოკუპირებული ტერიტორიები ოკუპირებული ცხინვალი რუსეთი ცხინვალი ცხინვალის რეგიონი 2018-02-26
Tags არჩილ ტატუნაშვილი გიგა ოთხოზორია მიხეილ ჯანელიძე მკვლელობა ოკუპაცია ოკუპირებული ტერიტორიები ოკუპირებული ცხინვალი რუსეთი ცხინვალი ცხინვალის რეგიონი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

28 აპრილს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება

შემდეგი სტატია

მასწავლებელი თავის მოსწავლეებს კომპიუტერულ პროგრამებს დაფაზე ხატვით ასწავლის

მსგავსი სტატიები

20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩები ჩვენ არ მიგვიყვანია, ისინი თვითონ მივიდნენ და გაეცნენ არსებულ სიტუაციას

20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩები ჩვენ არ მიგვიყვანია, ისინი თვითონ მივიდნენ და გაეცნენ არსებულ სიტუაციას

ირაკლი შალიკაშვილი 12 ივლ 2019
არ გავასაჯაროებ ინფორმაციას უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდების შესახებ – დარჩეს სიურპრიზად მტრისთვის, თუმცა იცოდეთ, ამ მიმართულებით სერიოზული პროგრესია

არ გავასაჯაროებ ინფორმაციას უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდების შესახებ – დარჩეს სიურპრიზად მტრისთვის, თუმცა იცოდეთ, ამ მიმართულებით სერიოზული პროგრესია

ირაკლი შალიკაშვილი 07 მარ 2022
საქართველოში სუიციდის პროგრამა ყველაზე კარგად მუშაობს, იმედი მაქვს, ეს არ დასჭირდება სააკაშვილს, მაგრამ თუ დასჭირდება, ამ პროგრამაში იქნება ჩართული

საქართველოში სუიციდის პროგრამა ყველაზე კარგად მუშაობს, იმედი მაქვს, ეს არ დასჭირდება სააკაშვილს, მაგრამ თუ დასჭირდება, ამ პროგრამაში იქნება ჩართული

ირაკლი შალიკაშვილი 04 მაი 2022

უახლესი ამბები

  • კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

    კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

  • ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

    ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

  • გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

    გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

  • ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

    ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

    თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

  • მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

    მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

  • პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

    პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

  • გრან აბუელო საფრთხეშია – მეცნიერები მსოფლიოს უძველესი ხის დასაცავად

    გრან აბუელო საფრთხეშია – მეცნიერები მსოფლიოს უძველესი ხის დასაცავად

  • რუსეთის ელჩი ქაბულში: აუცილებელია თალიბანთან თანამშრომლობა…

    რუსეთის ელჩი ქაბულში: აუცილებელია თალიბანთან თანამშრომლობა…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge