ერგნეთში გამართულ რიგგარეშე შეხვედრას, რომელიც უშედეგოდ დასრულდა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება. მინისტრის კომენტარს „რუსთავი 2“ ავრცელებს.
„ადგილი აქვს დროის გაჭიანურების ხელოვნურ მცდელობას. გარემოებები არის ძალიან ბუნდოვანი, უკვე ბუნდოვანიც აღარ არის, რამდენადაც არის ძალიან წინააღმდეგობრივი. გასაგებია, ხდება ერთი რამ, არჩილ ტატუნაშვილის მიმართ განხორციელდა უკანონო დაკავება, ძალის გამოყენება, რასაც შედეგად მოჰყვა მისი სიცოცხლის ხელყოფა. მაღალი პრიორიტეტია, ის, რომ ისინი იქნენ გათავისუფლებული ძალიან მალე, იყვნენ უსაფრთხოდ და არ მოხდეს მათ მიმართ რაიმე დამატებითი ზომების გამოყენება,“- აცხადებს ციხელაშვილი.
კომენტარები