ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებმა და თანასოფლელებმა სოფელ ნატახტართან გზა გადაკეტეს. აქციაში წილკანისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა მონაწილეობს. აქციის მონაწილეები ოკუპირებული ტერიტორიიდან ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ გადმოსვენებამდე არ დაიშლებიან. ადგილზე სართალდამცველებიც არიან მობილიზებული.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის დღევანდელი რიგგარეშე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა – ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტეტუნაშვილისცხედრის დღეს გადმოცემაზე უარი თქვა. უარის მიზეზად კი, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა მურად ჯიოევმა რუსეთის ფედერაციიდან ექსპერტების ჩართვა დაასახელა და განაცხადა, რომ ცხედარს ოჯახს რამდენიმე დღეში, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადასცემენ.
კომენტარები