NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საზოგადოებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საზოგადოებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებს

25 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 685 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საერთაშორისო საზოგადოებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საოკუპაციო რეჟიმის ქმედებების სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებენ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„2018 წლის 22 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა საქართველოს სამი მოქალაქე -არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ინფორმირებულნი არიან ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ, რომელზეც პირდაპირი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც ოკუპირებულ რეგიონზე სრული კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

მივმართავთ სადამკვირვებლო მისიას და საერთაშორისო საზოგადოებას, დროული რეაგირება მოჰყვეს ამ საზარელ შემთხვევას, დადგინდეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებები და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებულები”,- ნათქვამია თამარ ხულორდავას მიმართვაში.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე, მოუწოდებს ევროპარლამენტს, მიიღოს რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს.

„მიმდინარე წელს, 2008 წლის ომიდან 10 წელი სრულდება და მნიშვნელოვანია, ევროპულმა პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სრულ მხარდაჭერას, დაგმობს ძალადობასა და პროვოკაციებს და მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს“, – ნათქვამია თამარ ხულორდავას განცხადებაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ცხინვალში მომხდარის შესახებ უკვე აცნობა და სათანადო შეფასებისკენ მოუწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მომხდარი ტრაგიკული ინცინდენტი განხილვის მთავარი თემა იქნება ბრიუსელში, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დღეს გაემგზავრება.

კომენტარები

არჩილ ტატუნაშვილი თამარ ჩუგოშვილი თამარ ხულორდავა მკვლელობა ოკუპაცია ოკუპირებული ტერიტორიები პარლამენტი სამხრეთ ოსეთი საოკუპაციო რეჟიმი ცხინვალის რეგიონი 2018-02-25
Tags არჩილ ტატუნაშვილი თამარ ჩუგოშვილი თამარ ხულორდავა მკვლელობა ოკუპაცია ოკუპირებული ტერიტორიები პარლამენტი სამხრეთ ოსეთი საოკუპაციო რეჟიმი ცხინვალის რეგიონი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისის მერი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

შემდეგი სტატია

აშშ-ის საელჩო: 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის მიუხედავად, უდრეკი ქართული სული მაინც არ გატყდა

მსგავსი სტატიები

გომბორის ქედის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია

23 სექ 2017
„ჩვენთვის ბატონი ჯიბღაშვილი არის ჩვეულებრივი ბრალდებული

„ჩვენთვის ბატონი ჯიბღაშვილი არის ჩვეულებრივი ბრალდებული

სოსო ელისაშვილი 24 აპრ 2019

იდეალური თავშესაფარი

09 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge