NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ის,რაც გააკეთა ოკუპანტმა, მუდმივად ჩვენს მახსოვრობაში უნდა დარჩეს”- პრეზიდენტმა გორში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა

“ის,რაც გააკეთა ოკუპანტმა, მუდმივად ჩვენს მახსოვრობაში უნდა დარჩეს”- პრეზიდენტმა გორში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა

25 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 903 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გორის უნივერსიტეტში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოკუპაციის მუზეუმი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და პროექტი საზოგადოებრივმა კავშირმა – მეგობრობის ხიდმა „ქართლოსი“ განახორციელა.

როგორც პრეზიდენტის პადმინისტრაციაში აცხადებენ, პროექტის მიზანი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა.

მათივე ცნობით, გორის შემდეგ ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნება ასევე: ქარელში, ხაშურში, კასპში, ერგნეთსა და გურიის რეგიონში, ლანჩხუთში.
შექმნილი სივრცეები გათვალისწინებულია ინტეგრირებული გაკვეთილების, ლექციების, საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების ჩასატარებლადაც.

ამავე კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გორის უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საჯარო ლექციას წაიკითხავს.

“ძალიან სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს, აქ, გორში, გორის უნივერსიტეტში გაიხსნა ოკუპაციის მუზეუმი. ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ, რომ საჭირო იყო ოკუპაციის მუზეუმების გახსნა მთელი ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, ვინაიდან თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს , ახალგაზრდებს ახსოვდეთ ოკუპაცია, იმიტომ რომ არასოდეს შეურიგდნენ ოკუპაციას და ჩვენ უნდა შევძლოთ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი სამშობლოს დეოკუპაცია. თუმცა ის, რაც გააკეთა ოკუპანტმა უნდა დარჩეს მუდმივად ჩვენს მახსოვრობაში, რომ არასდროს დავუშვათ შეცდომა ოკუპანტთან ურთიერთობაში, არასოდეს ვიფიქროთ, რომ ოკუპანტი რამეზე დაიხევს უკან”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

გიორგი მარგველაშვილი მუზეუმი ოკუპაცია 2018-02-25
Tags გიორგი მარგველაშვილი მუზეუმი ოკუპაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლევან იზორიამ იუნკერ შალვა ერისთავის საფლავს პატივი მიაგო

შემდეგი სტატია

პრეზიდენტი: პაპაჩემიც ამ ბრძოლაში დაიღუპა და მის სახელსაც ვიხსენებ როცა აქ ამოვდივარ

მსგავსი სტატიები

ხელთუბანში გარდაცვლილი თორნიკე მერაბაშვილის მამის პროტესტს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდებიან

14 სექ 2018
ბათუმი-სარფის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი

ბათუმი-სარფის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი

26 იან 2018
როგორები იქნებოდნენ ბარბი და კენი სლავები რომ ყოფილიყვნენ?

როგორები იქნებოდნენ ბარბი და კენი სლავები რომ ყოფილიყვნენ?

28 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

    სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

  • მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

    მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

  • რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

    რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

  • მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

    მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

  • რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

    რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

  • თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

    თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

  • ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

    ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

  • მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

    მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

  • სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

    სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

  • საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

    საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge