თბილისის ზოოპარკი 91 წლისაა. დღევანდელი დღისთვის ზოოპარკში ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ზოოპარკის სტუმრების მხიარულ განწყობაზე ცხოველების ფორმებში გამოწყობილი ანიმატორები ზრუნავენ.
ცხოველებთან დაკავშირებულ თემატურ სადგურებზე ბავშვები თამაშობენ ვეტექიმობანას, ეცნობიან ცხოველების საბინადრო არეალს, ნაფეხურებსა და ხმებს, აფერადებენ, ამზადებენ ნიღბებსა და ბუშტების ფიგურებს, აწყობენ ფაზლებს, ჯირითობენ ხის ცხენებზე.
ღონისძიება 13:00 საათიდან 17:00 საათამდე გაგრძელდება.
კომენტარები